Posts

Showing posts from April, 2017

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

Image
დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა ამ თემის შესახებ, რადგან ვინც მე მიცნობს კარგად იცის რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის. იმდენად რომ სხვას აღარაფერს შეუძლია მატკინოს. ნებისმიერი სახის ინტეგრაციას  საზოგადოებაში , მისი მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაქცია განსაზღვრავს. ხშირად ადამიანების მხრიდან არასწორ მიდგომებს შეუძლიათ უფრო გააღრმავონ არსებული ამა თუ იმ სახის პრობლემა. რაც შეეხება ჩვენი შვილების პრობლემებს, მიუხედავად იმისა რომ თვითეულ ჩვენთაგანს ღრმად გვწამს და გვინდა  გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , ქუჩაში , დაუფიქრებლად, გაუაზრებლად მათი მისამართით წამოსული ესა თუ ის გამონათქვამი და მოქმედება ერთის მხრივ ჩვენთვისაა ურთულესი მისაღები და ჩვენი განწყობები პირდაპირ აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე და მეორეს მხრივ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემურ ბავშვებზე და მათი ფსიქიკაზე ეს ღრმა მატრამვირებლად მოქმედებს. ჩემმა შვილმა პირველად მაშინ გამოიყენა პირველ პირში სიტყვა ,,ცოდოა" , როდესაც რამოდენიმე წლის წინ, პირვ