Posts

Showing posts from April, 2018

სიმართლე ტყუილის შესახებ

Image
ხშირად მეცინება, ჩემში შიგნით, ჩემთვის...... ხანდახან შინაგანი ,,ხარხარიც“ მემართება როდესაც გარშემო ამდენ სიყალბეს ვუყურებ, დიდი ხანია მივხვდი, რომ ადამიანებისათვის ამის თქმამ აზრი დაკარგა,  მე არ მჯერა რომ ადამიანები იცვლებიან, ან ხარ ისეთი როგორიც ხარ , ან თუ იცვლები ეს მხოლოდ დროებითია. მე აღარასოდეს ვეცდები შევცვალო ისინი, რადგან ვფიქრობ რომ ადამიანის შეცვლა მხოლოდ საკუთარ თავსვე შეუძლია , ხოლო ყველაფერი დანარჩენი , უშედეგო მცდელობებია.... ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ გავიღიმო მათზე და ასე უფრო მშვიდად ვარ და ჩემი ემოციური ველიც ნაკლებად ცვალებადია... მეღიმება: -          როდესაც ეკლესიაში მუხლებზე ,,მხოხავი", ხმამაღლა მლოცველი ადამიანები ამავე ტაძრის კედლების დატოვებისას  სატანისტური მოქმედებებით ცდილობენ გარემოში თავის დამკვიდრებას, -          ძალადობის მსხვერპლების დამცველებზე , რომლებიც პირველივე ხელსაყრელ სიტუაციაში თვითონ ძალადობენ სხვებზე, -          სხვა მეძავებზე მოჭორავე მეძავებზე, -          თვალებში მყურებ ტყუილის მღაღადებლებზე, -        

გადაუხადეთ მადლობა!

Image
ზოგადად საპატრულო პოლიციასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვცდილობ არ დავარღვიო საგზაო მოძრაობის წესები, შესაბამისად პრობლემებიც ნაკლებად მექმნება. ორი დღის წინ სასწაული დარღვევა ,, ჩავიდინე" , ძალიან მეჩქარებოდა და რა თქმა უნდა სად იყო და სად არა გაჩნდნენ ისინიც, ამიხსნეს დარღვევების შინაარსი და მე ვუპასუხე რომ ეს ყველაფერი ვიცოდი მაგრამ იმდენად მეჩქარებოდა, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე. მათ ჯარიმა გამომიწერეს. მე მადლობა გადავუხადე როგორც ყოველთვის და აი უკვე უკვე მერამდენად დავტოვე ისინი გაოცებული სახეებით. ალბათ მადლობა მათ მიმართ ძალიან იშვიათია. - მათ ყოველთვის მივმართავ ეთიკის ნორმების დაცვით და მათგანაც იგივეს ვიღებ. - გასაგებია რომ ყველა ასეთი არაა, მათშიც არიან არა ადეკვატურები, ისევე როგორც ჩვენში, ნუ განაზოგადებთ ამ ერთეულებს ყველაზე. - ერთადერთხელ ვიკამათე მათთან შშმ პირების ადგილზე ავტომანქანის გაჩერების გამო, სადაც მანიშნებელი სულ არ ჩანდა პარკინგის ადგილას. - მე მათ ყოველთვის მადლობას ვუხდი ჯარიმის გამოწერისას.  გადაუხადეთ მადლობა მათ სამუშაოსათვის, თქვენ

ან უნდა მოკვდე, ან დაამტკიცო რომ ცოცხალი ხარ!

Image
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც  ან უნდა მოკვდე, ან დაამტკიცო რომ ცოცხალი ხარ! გამოსავალი ძირითადად ორი სახის არის: დარჩე იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდი ან დაიწყო ბრძოლა მისგან თავის დასაღწევად. თუ რომელ გზას ავირჩევთ, ეს ძირითადად დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე (შინაგან სიძლიერეზე ) და გარშემო მყოფთა სწორ მოქმედებებზე. ადამიანთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, პრობლემის წარმოშობისთანავე იკეტება, ითრგუნება და რჩება ე. წ. ,,ცხოვრებაზე ხელჩაქნეულთა კატეგორიაში“ რაც ხელს უწყობს ერთი მხრივ, დეპრესიის გაღრმავებას, გამოსავალი გზების, ხედვების, ალტერნატივების შემცირებას და მეორე მხრივ არსებული მდგომარეობის  გაუარესებას. ასეთი ყოფა კი სიკვდილის ტოლფასია, რადგან ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ფიზიკური არსებობით არ განისაზღვრება.         -    თუ არსებობს კონკრეტული ნეგატიური მდგომარეობა, შესაბამისად, აუცილებლად არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი.       -    დეპრესიულ პერიოდში არასოდეს გაიხედეოთ თქვენზე წინ, არასოდეს შეგშურდეთ თქვენზე უკეთ მყოფების, გაიხედეთ უკან