Posts

Showing posts from September, 2017

ვერ ვიტან!

Image
       ვერ ვიტან! ვერ ვიტან! ხურდებს,  ბოზებს და ქურდებს. ნაგვიან ქუჩებს, გამოშრალ ტუჩებს, სიყვარულს უძღებს, ვინც სინქრონს ურევს. ვერ ვიტან! სუსტებს, ძლიერს რომ უცქერს, ვერ ვიტან! სულების ლუციფერ შუქებს. ვერ ვიტან! ქალებს სიძვისგან დამპლებს, ვერ ვიტან ფარებს სახეს რომ მალავს,  ვერ ვიტან ნიღაბს, რომელიც არ მაქვს. ვერ ვიტან ღრუბლებს- სხივების ქურდებს, ვერ ვიტან ქალაქს- სატანის ბუდეს. ვერ ვიტან სიტყვას ღალატს რომ ურევს, ვერ ვიტან ცრემლებს გულს ზემოთ მცმუკებს. ვერ ვიტან! ღამეს სინათლის მშთანთქმელს, ვერ ვიტან ზურგის უკნიდან სათქმელს. ვერ ვიტან რწმენაზე  დახარჯულ ფულებს სატანისტების ჯვრიან საგულეს ვერ ვიტან ხურდებს ბოზებს და ქურდებს, ვერ ვიტან ჩემს თავს ყველაფრის მყურებს!

შავი კლდეების ტბა

Image
ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მეგობრებმა დავიწყეთ ფიქრი თუ სად შეიძლებოდა წავსულიყავით. ერთ-ერთმა მეგობარმა ასეთ ადგილად შავი კლდეების ტბა დაასახელა, რომელზეც მანამდე არაფერი მსმენია. რა თქმა უნდა პრაქტიკიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გუგლის საძიებო სისტემას მივაშურე, სადაც არც თუ ისე ინფორმაციული მასალები აღმოჩნდა აღნიშნული ადგილის შესახებ. ფორუმებზე განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი ურთულესი მარშუტი რომლის დაძლევაც ბევრმა ვერ შეძლო. ჩემს მრავალრიცხოვან ,,ფბ" მეგობრებში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ვინც ტბა მოინახულა  და მისგან ისეთი რჩევები მივიღეთ რომლის ჭეშმარიტებაშიც მთელი გზა ვრწმუნდებოდი. განსაკუთრებით ერთი ფრაზა დამამახსოვრდა ,, დამიჯერე შენ თუ მანდ ასვლას შეძლებ, დაუძლევლად ცხოვრებაში აღარაფერი მოგეჩვენებაო“. დაიწყო მზადება, ერთი ზუსტად ვიცოდით იქ ზედმეტი ნივთები მხოლოდ პრობლემას შეგვიქმნიდა, ამიტომ მინიმალისტურად განვსაზღვრეთ თან წასაღები ნივთების და საკვების სია,  მივაშურეთ ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციას სადაც ძველ რუკაზე ,,ფარმაცევტის ღიმილით" წიგნშ