Posts

Showing posts from October, 2018

რაზე ოცნებობენ განსაკუთრებული ბავშვები

Image
რამდენადაც ახლოს მიხვალთ მათთან,  იმდენად მეტად ინანებთ აქამდე რატომ არ ცნობდით, - ისინი შემოდიან ჩვენს გულებში და არასოდეს გვტოვებენ - სამწუხაროდ მათ ხშირად ტოვებენ: მშობლები, საზოგადოება, სახელმწიფო... - მათ არ შეუძლიათ გარკვეული აქტივობები , მაგრამ შეუძლიათ უანგარო, წრფელი, ნამდვილი სიყვარული და დაუგეგმავი ურთიერთობები რაც ჩვენში დეფიციტურია, - ისინი ჩვენგან მხოლოდ თანადგომას ითხოვენ, - მათ ვუყვარვართ და ოცნებობენ რომ ისინიც გვიყვარდეს,  დავფიქრდეთ ერთ ძალიან მარტივ რამეზე, ჩვენ ყველას რამდენი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის და რას ვაკეთებთ?   ..... ფოტოზეა: შშმ ბავშვების სურვილების ნატვრის ხე

ნინა სტარკ-ნეკერი

Image
, ანგელოზივით იყო, მფარველი ანგელოზივით, თითქოს გრძნობდა როცა გიჭირდა, მაშინვე შენთან ჩნდებოდა, თავის ძალას გაძლევდა, გაძლიერებდა, ყველას ყოფნიდა, უამრავ ადამიანს.... ერთხელ მითხრა ყოველ დღიურად რომ არ გეხმიანები არ გეგონოს მავიწყდები, ვიცი რომ კარგად ხარ და როდესაც დაგჭირდები მე ამას აუცილებლად ვიგრძნობ  და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო. ნამდვილად ასე იყო... ბავშვებს უყვარდათ, ძალიან უყვარდათ, მასში ყოველთვის იყო ბავშვური სისუფთავე და უბრალოება, ამიტომ ერთმანეთს კარგად უგებდნენ,   ბევრს თამაშობდნენ, ყოველთვის მშურდა მისი უსაზღვრო ენერგიის, ალბათ ამიტომ წერდა ლექსებს ბავშვებისთვის. გუშინ ჩემებს ვუთხარი, რომ დაიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, ელოდებიან, ისევ ელოდებიან , რომ გაიღვიძებს და მოვა..... ამ ტექსტს აუცილებლად წაიკითხავდა მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა დაუზარელად გამისწორებდა  უამრავ შეცდომას, თან დამამშვიდებდა, თავიდან მეც მეშლებოდა, გაიზრდები და შეცდომებს აღარ დაუშვებო... ის არც პოეტი იყო ჩემთვის და არც მთარგმნელი, ის ადამიანი იყო, ნამდვილი მეგობარი, სადა, უამრავი ს