Posts

Showing posts from November, 2017

შშმ მარკეტინგი

Image
     ორ რამეზე შევთანხმდეთ: 1) ეს ბანერი არის სარეკლამო ( ანუ ინფორმაციაა კლიენტის მოზიდვის მიზნით ). 2) არის ,,ბიზნეს პრასტიტუტკობის" დამადასტურებელი კიდევ ერთი მატერიალური გამოხატულება (ანუ შემოსავლის მიღების მიზნით ყველაფერი მოსულა). არაერთხელ დამიწერია შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. ამ ბანერზე ერთი შეხედვით ქველმოქმედება და ჰუმანურობის გამოხატულება ჩანს თუმცა, მე ვარ უსაყვარლესი შშმ ბავშვის მამა და ვამბობ: - ჩემს შვილს არ სჭირდება მითუმეტეს რეკრეაციულ ზონაში თავისი სტატუსის ხაზგასმა და კიდევ ერთხელ იმის წამოძახება რომ შშმ პირია. - ჩემს შვილს არ სჭირდება თავისი სტატუსიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სიბრალული. -მე არ მჭირდება ჩემი შვილის სტატუსიდან გამომდინარე უფასო ჩაი და ყავა. ქართული მარკეტინგული სხარტულების გათვალისწინებით სინამდვილეში: - ეს შშმ ,,პიარ აქცია" გათვლილია არა შშმ პირებზე არამედ  ამ ქველმოქმედებთ მოხიბლულ ადამიანებზე, ჩვენზე ხომ გულისამაჩუყებელი ტექსტები ყველაზე მეტად მოქმედებს და გვიზიდავს. -

ქართველობის წართმევის საწინააღმდეგო ,,რეცეპტი"

Image
კაშია ჩავაქვაოთ! შემდეგ: ეკლესიაში წავიდეთ და მუხლები გადავიტყავოთ, შემდეგ საქართველოს სიყვარულში მინიმუმ 3 ლიტრიანი რამოდენიმე ყანწი გამოვცალოთ, ღიპი მოვიფხანოთ და დავიძინოთ ხვრინვის თანხლებით. შედეგად: ლარი დასტაბილურდება, დემოკრატიის ხარისხი აპიკდება, ეკონომიკა აყვავდება, რა თქმა უნდა კაშიას სამკლაურით წართმეული ქართველობა ჩვენ დაგვრჩება და იბერია გაბრწყინდება! #მახათიფორევერ