Posts

Showing posts from 2018

არ გაქვთ უფლება, ,,ანუ რასაც დასთესავ იმას მოიმკი"

Image
არ გაქვთ უფლება შვილებზე(თან) პრეტენზია გამოთქვათ მანამ, სანამ: -         - გაზრდით და არ აღზრდით. -        -  მისცემთ ფულს და არ ასწავლით როგორ გამოიმუშავონ თვითონ. -         -  დაუთვლით წაკითხული წიგნების რაოდენობას და არ შეაფასებთ წიგნის ზეგავლენას. -        -   მიატოვებთ წლობით. -         -  ეკონტაქტებით  როგორც პატარას და არ აღიარებთ თქვენს თანასწორად. -         -  მოითხოვთ მასში თქვენი თავის კოპირებას და არ დაუშვებთ ინდივიდუალიზმს, ( მერე რა რომ თქვენი შვილები არიან, ისინი სხვა ადამიანები არიან, სხვა ხასიეთით და ინდივიდუალური თვისებებით, ამიტომ მცდელობა მათში თქვენი თავის კოპირებისა საწყისებშივე განწირული ურთიერთობების საწინდარია). -         -  აუკრძალავთ ისეთ რამეს რასაც თქვენვე აკეთებთ. -         -  აიძულებთ მუდმივად იმოქმედონ თქვენი სურვილის შეაბამისად. -         -  აიძულებთ მხოლოდ მოგისმინოთ და არასდროს მოუსმენთ. -         -  მიუთითებთ მხოლოდ მინუსებზე და არასდროს შეაქებთ. -         -  დაუწესებთ დროს და არ მისცემთ თავისუფლებ

ბოდბე-სიღნაღი 18/11/2018

Image
მუხლებს თუ არ ,,გადაიტყავებ რიტუალურად" და ამ ყველაფერს მშვიდად დაათვალიერებ გაცილებით უფრო ლამაზია ;) MOSE

გაიცანით თამარა სახლიდან, რომელმაც მას საკუთარი სახლის მოთხოვნილება გაუჩინა

Image
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მცირედი შემხებლობის მქონე ადამიანმაც კი  ყველამ იცის ორგანიზაცია ,, ხელი-ხელს " და მისი უპრეცენდენტო სერვისის სიკეთეები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის საოჯახო ტიპის საცხოვრისები, სადაც სრულიად უცნობი ადამიანები ერთ ოჯახად ცხოვრობენ ისევე როგორც ჩვენ, ჩვენს ოჯახებში, ინაწილებენ შრომას, ანაწილებენ შემოსავალს, იმზადებენ საკვებს, ეწევიან თვითმოვლას და იქ მისულ სტუმარს თავისი ხელით გამზადებულ უგემრიელეს სუფრასაც დაახვედრებენ . ეს ყოველივე ხდება გარემოში სადაც ინსტიტუციური შეგრძნებები, თავისი შავი მხარეეებით მინიმუმამდეა დაყვანილი. რამდენჯერმე ვესტუმრე მათ  და ყოველ მორიგ სტუმრობაზე უფრო მეტად მიმძაფრდებოდა სურვილი კიდევ მივსულიყავი. ბოლო სტუმრობაზე მინდა მოგიყვეთ როდესაც მე და ჩემმა შვილებმა, აწ უკვე ჩვენთვის ნაცნობი თამარა ახლიდან აღმოვაჩნეთ, ვინც იცნობთ დამეთანხმებით რა საინტერესოა მასთან ურთიერთობა. მისი ყურადღება განსაკუთრებულია, გეფერება, სულ ცდილობს კომფორტი შეგიქმნას , გეკონტაქტოს, მოგიაროს, განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა ბა

რაზე ოცნებობენ განსაკუთრებული ბავშვები

Image
რამდენადაც ახლოს მიხვალთ მათთან,  იმდენად მეტად ინანებთ აქამდე რატომ არ ცნობდით, - ისინი შემოდიან ჩვენს გულებში და არასოდეს გვტოვებენ - სამწუხაროდ მათ ხშირად ტოვებენ: მშობლები, საზოგადოება, სახელმწიფო... - მათ არ შეუძლიათ გარკვეული აქტივობები , მაგრამ შეუძლიათ უანგარო, წრფელი, ნამდვილი სიყვარული და დაუგეგმავი ურთიერთობები რაც ჩვენში დეფიციტურია, - ისინი ჩვენგან მხოლოდ თანადგომას ითხოვენ, - მათ ვუყვარვართ და ოცნებობენ რომ ისინიც გვიყვარდეს,  დავფიქრდეთ ერთ ძალიან მარტივ რამეზე, ჩვენ ყველას რამდენი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის და რას ვაკეთებთ?   ..... ფოტოზეა: შშმ ბავშვების სურვილების ნატვრის ხე

ნინა სტარკ-ნეკერი

Image
, ანგელოზივით იყო, მფარველი ანგელოზივით, თითქოს გრძნობდა როცა გიჭირდა, მაშინვე შენთან ჩნდებოდა, თავის ძალას გაძლევდა, გაძლიერებდა, ყველას ყოფნიდა, უამრავ ადამიანს.... ერთხელ მითხრა ყოველ დღიურად რომ არ გეხმიანები არ გეგონოს მავიწყდები, ვიცი რომ კარგად ხარ და როდესაც დაგჭირდები მე ამას აუცილებლად ვიგრძნობ  და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო. ნამდვილად ასე იყო... ბავშვებს უყვარდათ, ძალიან უყვარდათ, მასში ყოველთვის იყო ბავშვური სისუფთავე და უბრალოება, ამიტომ ერთმანეთს კარგად უგებდნენ,   ბევრს თამაშობდნენ, ყოველთვის მშურდა მისი უსაზღვრო ენერგიის, ალბათ ამიტომ წერდა ლექსებს ბავშვებისთვის. გუშინ ჩემებს ვუთხარი, რომ დაიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, ელოდებიან, ისევ ელოდებიან , რომ გაიღვიძებს და მოვა..... ამ ტექსტს აუცილებლად წაიკითხავდა მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა დაუზარელად გამისწორებდა  უამრავ შეცდომას, თან დამამშვიდებდა, თავიდან მეც მეშლებოდა, გაიზრდები და შეცდომებს აღარ დაუშვებო... ის არც პოეტი იყო ჩემთვის და არც მთარგმნელი, ის ადამიანი იყო, ნამდვილი მეგობარი, სადა, უამრავი ს

ნუ ფიქრობ

Image
ნუ ფიქრობ! დამთავრდა, მეტს ვეღარ გაუძლებ, ნუ ფიქრობ! ცხოვრება სულ ერთი წამია, ნუ შიშობ! თუ დაღლამ ცოტა ხნით გაჯობა, შიშებით ბილიკი ვის გაუკვალია?! ნუ ფიქრობ! გაუძლო არც ისე გასაძლებს, სირთულე, თმენას და სიყვარულს გვაძალებს. ნუ ეძებ! ნისლებში კაშკაშა ვარსკვლავებს, ღამეში გაჰყევი მხოლოდ შენს ნაკვალევს. ნუ ებრძვი! სხვას როცა შენს თავსვე ვერ სჯობნი, მოუგე! შენსავე მეს და იცოდე თუ ამას შეძლებ, და შენს მართვას ისწავლი, მსოფლიოს  მართვამდე არაა სიშორე. ნუ ეჭვობ! დარწმუნდი შენსავე ძალაში არასდროს გამოგვდის ჩვენს თავთან თამაში. ნუ ფიქრობ გაუძლო არც ისე გასაძლებს სირთულე თმენას და სიყვარულს გვაძალებს! MOSE

თუშეთი / Tusheti 2018

Image
ულამაზესი თუშეთი, არც ისე საშიში გზით, ადგილი რომელიც ყველამ უნდა ნახოს! https://www.youtube.com/watch?v=sStjKaGBdiw (ფოტოები დაცულია საავტორო უფლებით)