გაიცანით თამარა სახლიდან, რომელმაც მას საკუთარი სახლის მოთხოვნილება გაუჩინა





შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მცირედი შემხებლობის მქონე ადამიანმაც კი  ყველამ იცის ორგანიზაცია ,, ხელი-ხელს " და მისი უპრეცენდენტო სერვისის სიკეთეები ჩვენს ქვეყანაში. ეს არის საოჯახო ტიპის საცხოვრისები, სადაც სრულიად უცნობი ადამიანები ერთ ოჯახად ცხოვრობენ ისევე როგორც ჩვენ, ჩვენს ოჯახებში, ინაწილებენ შრომას, ანაწილებენ შემოსავალს, იმზადებენ საკვებს, ეწევიან თვითმოვლას და იქ მისულ სტუმარს თავისი ხელით გამზადებულ უგემრიელეს სუფრასაც დაახვედრებენ . ეს ყოველივე ხდება გარემოში სადაც ინსტიტუციური შეგრძნებები, თავისი შავი მხარეეებით მინიმუმამდეა დაყვანილი.
რამდენჯერმე ვესტუმრე მათ  და ყოველ მორიგ სტუმრობაზე უფრო მეტად მიმძაფრდებოდა სურვილი კიდევ მივსულიყავი.
ბოლო სტუმრობაზე მინდა მოგიყვეთ როდესაც მე და ჩემმა შვილებმა, აწ უკვე ჩვენთვის ნაცნობი თამარა ახლიდან აღმოვაჩნეთ, ვინც იცნობთ დამეთანხმებით რა საინტერესოა მასთან ურთიერთობა.
მისი ყურადღება განსაკუთრებულია, გეფერება, სულ ცდილობს კომფორტი შეგიქმნას , გეკონტაქტოს, მოგიაროს, განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა ბავშვების მიმართ.
მომიყვა თავის ისტორია დაწვრილებით, ისე მრავალჯერ მოყოლილ-გახსენებულს რომ ჩამოარაკრაკებენ ხოლმე, ოჯახისა და გამოვლილი გზის შესახებ ,, ხელი-ხელამდე" . მრავალჯერ აღნიშნა  წარსულში განვლილ ინსტიტუციებში არსებული ყოფასთან პარალელებით, რომ დღევანდელი მისი ადგილსამყოფელით ძალიან კმაყოფილია, თავისუფალია და თავიდან ბოლომდე მის ნებაზეა დამოკიდებული როგორ იცხოვრებს. დასაქმებულია, თვითრეალიზების შეგრძნება გაჩენილი, დამოუკიდებლობის ხარისხ აწეული, რასაც უნდა იმას მიირთმევს, როდესაც უნდა მაშინ გადის სახლიდან, თვითონ დადის საყიდლებზე, მოკლედ იმის შეგრძნება აღარ აქვს რომ მის გარშემო მაღალი გალავანია, რომლის დატოვების გამოც მას მრავალჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს ყველაფერი წარსულია და წინ მსგავსი არაფერი ელოდება.
ჩემს შეკითხვაზე რაზე ოცნებობს? მითხრა რომ უნდა ჰქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ისევე იცხოვრებს როგორც ახლა და სტუმრადაც დამპატიჟებს, ამის გამო  ბანკში დანაზოგს აკეთებს მცირედი შემოსავლიდან და საჭირო თანხის შეგროვებას ელოდება. მითხრა რომ ეს მოთხოვნილება სწორედ აქ ,,ხელი-ხელში" ცხოვრების დროს გაუჩნდა, რადგან დაინახა რომ ეს შესაძლებელია - მისი დამოუკიდებელი ცხოვრება.
 ჩემთვის როგორც ჩემი თვალით დანახულ-შეფასებული სიტუაციიდან გამომდინარე განსაკუთრებით ძნელია, იმის გააზრება რომ დღეს ეს ორგანიზაცია რომელმაც თამარა და კიდევ ბევრი ადამიანის სოციალიზება-თავისუფლება შეძლო საფრთხის წინაშეა, რადგან სახელმწიფოს ვერ, თუ არ ნახულობს აღნიშნული სერვისის ფუნქციონირების დაფინანსებისათვის საჭირო სახსრებს. განსაკუთრებით მტკივნეულია როდესაც ზუსტად იცი რა სწორია ეს, ისიც რომ გამოუნახავი სახსრების გამო ერთი სახლი უკვე დაიხურა და სხვებიც იგივე საფრთხის წინაშე დგანან და იქ მცხოვრები ადამიანები აღმოჩნდებიან ისევ იქ, რის გახსენებაზეც მათში მხოლოდ უარყოფითი ემოციები იღვიძებს.

გული არ გაიტეხო, დემეტრე აუცილებლად გაივლისო მომაძახა თამარამ........
და დავტოვე სახლში, რომელიც შეიძლება მალე აღარ ჰქონდეს, სახლში, რომელმაც საკუთარი სახლის ქონის მოთხოვნილება გაუღვიძა.


MOSE

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ