ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა




ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა - არა! ასე საშინლად შეურაცხმყოფელად არასდროს თქვათ!
ჩვენს ქალაქში ერთი გოგოა, ან  ერთი ჩვენი თანაქალაქელია და თუ მაინცდამაინც ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გინდათ გამოკვეთოთ - ამ შემთხვევაში კორექტულობასთან მიახლოვებული ალბათ - ფსიქიკურად დაავადებულია სწორი.
ხო და ამ გოგოს ყოველდღე ვხვდები, მთელი ქალაქი ხვდება ყოველდღიურად, იგი მხიარული და ხალისიანია. ფულს ითხოვს, არა ძალისმიერად, ისე საყვარლად რომ ჯიბიდან ბერჯერ ბოლო ლარიანი ამომიღია, ფულს სულ ვაძლევ თან აუცილებლად ვთხოვ რომ სასმელი არ იყიდოს, არამედ საჭმელი ან მისთვის საჭირო სხვა ნივთი შეიძინოს.
მინახავს როგორ დასცინიან პატარა ბავშვები, მოზრდილებიც - ოღონდ იშვიათად,
 ისიც მინახავს როგორ ცეკვავს ხალმხრავალ ადგილებში მუსიკის ფონზე მთელი გატაცებით.
ყოველდღე ვხვდები-მეთქი და ისიც ყოველდღე მისალმების შემდეგ აუცილებლად მოიკითხავს ჩემს შვილს, დაწვრილებით გამომკითხავს მის მდგომარეობას და ხმამაღლა გაბრწყინებული თვალებით  ამბობს, რომ ძალიან უყვარს.
იმასაც ამბობს რომ შვილი თვითონაც ჰყავს  და იგი მინდობით სხვასთან იზრდება, რომელსაც დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით ყოველთვის ნახულობს, მინახავს მისთვის როგორ აგროვებს ტანსაცმელს და ტკბილეულობას, რომ შემდეგ ვიზიტზე გაახაროს თავის პატარა.
შემოუჩივლია ჩემთვის როგორ ჰპარავენ ეგრედწოდებული ,,სხვა დონის ჯიპიანი ადამიანები“ შეგროვილ ფულს პენსიიდან.
ყოველთვის მეუბნება, რომ ის ფულს აგროვებს, რომლითაც სახლს შეიძენს სადაც თავის შვილთან ერთად იცხოვრებს. რომ ეს მისი ოცნებაა.
- მისი გარკვეული საკითხების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის მაფიქრებს. ხან ისიც მიფიქრია რომ იგი ძალიან ჭკვიანი და ადამიანურია, დანარჩენი სამყარო კი ,,გიჟი“.
- მისი დაცინვა უფრო მეტი პრობლემაა, საზოგადოების ვიდრე ამ ადამიანის ფსიქიკური პრობლემები.
- არავინ არ იცის ჩვენი ხვალინდელი დღე და ჯანმრთელობა რას გვიმზადებს, მითუმეტეს, რომ მეცნიერები ამბობენ ყველა ადამიანში დევს ფსიქიკური დაავადებების საწყისები , რომლებიც კონკრეტულ გარემოში აუცილებლად გამომჟღავნდებიან.


და ბოლოს:  ,, ჩევენს ქალაქში უამრავი ,,ჭკვიანი გიჟია“ ეს გოგო კი ერთი!"


















MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ნუ ფიქრობ