Posts

Showing posts from October, 2017

შვილების პროტესტი ემიგრანტ დედებს ( მეგობრის ნაამბობი)

Image
აღშფოთებული ქალბატონის სტატია წავიკითხე. ქალს შეხვდა რომელიც, რომელიღაც ქვეყანაში ოცი წელი მოხუცს უვლიდა იმისათვის რომ შვილებისთვის მიეხედა. მერე ჩამოვიდა და შვილებმა თავისივე ფულით ნაყიდ საწოლზე დაჯდომის უფლებაც არ მისცეს, არ აფასებდნენ და იძულებული გახადეს თავიაანთი დამოკიდებულებით სამუდამოდ წასულიყო. - დაიწყო განკითხვები ქართველურად შვილების მიმართ.... მაგრამ  მე დედებს ვკითხავდი, აბა რა გეგონათ? თვისი გამოგზავნილი ფულით შვილები მის სიყვარულს ,, იყიდიდნენ" , სითბოს თუ ადამიანობას? იმ ადამიანებთან მაქვს კითხვა ,,თავგანწირულ დედებს" რომ ამართლებენ : რომელ ასაკში არ სჭირდებათ დედა? იქნებ ერთმანეთის განკითხვის ნაცვლად, იმაზე ეფიქრათ რაშია პრობლემა და რატომ ხდება მსგავსი შემთხვევები? როტომ ფიქრობენ რომ მათი გამოგზავნილი თანხით ყველაფრით უზრუნველყოფენ შვილებს? ( არა და ყველაფერი აკლიათ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია დედის სითბო, მზრუნველობა და ა. შ.) არ მესმის იმ დედების რომლებიც ტოვებენ შვილებს - ნებისმიერი მიზეზით და ფიქრობენ რომ ვინმე ან რაიმე შეუცვლის მათ მის

დაფიქრდი ვის ეხმარები!

Image
                    დაფიქრდი ვის ეხმარები! ეს ალბათ ყველას გვინახავს და ყველას გვქონია შეხება მათთან. ავადმყოფის, ძირითადად ბავშვების ფოტოებით შეფუთული მინის ყუთით შეიარაღებული მოძალადეები. ისინი ყველგან არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მეტროს ვაგონებში და მეტიც ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვადასხვა სამსახურების ოფისებშიც ხშირად შეხვდებით. უმეტესად მძიმე დაავადებებით მანიპულირებენ და ხშირ შემთხვევაში ფოტოზე ასახული ადამიანი და მათ მიერ წარმოთქმული მისი სახელი და გვარი სრულიად შორსაა რეალობისგან. გვთხოვენ დავეხმაროთ რადგან ჩვენს მიერ გაღებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასურველი შედეგის მიღწევისას კი გაურკვეველი წარმოშობის სიტყვებით გულანთებულად ილოცებიან. თავიდან ისინი სულ რამოდენიმე იყვნენ ახლა კი შესამჩნევად გამრავლდნენ და მსხვერპლების ,,შებმის“ ტაქტიკაც შეცვალეს. მე არასდროს ვეხმარები მათ! რადგან ზუსტად ვიცი რომ ეს ,,სექტა“ გარკვეული კორპორაციაა, რომელიც პირამიდული სისტემით მუშაობს. ჩვეულებრივი სამსახურია მა