Posts

ტიპიური განვითარების ბავშვების მშობლებს მინდა ვკითხო

Image
🔊 დიდი ხანია მინდოდა დამეწერა , შემდეგ ვიფიქრე საგანგებო მდგომარეობა დამთავრდეს, მოიხსნას შეზღუდვები და გარკვეულწილად პანდემიამდე ვითარებაში დავბრუნდეთ, რომ შეგრძნებები მეტად აღქმადი გახდეს თქო და აი ახლა შესადარებელ- შესაფასებელ- დასაფიქრებელი ბევრი რამ გვაქვს. 📌 3 თქვე გავატარეთ სიტუაციაში როდესაც გადაადგილება გარკვეული შეზღუდვებით შეგვეძლო, ოღონდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებივით ჯანმრთელობის, საზოგადოებისა და არაადაპტირებული გარემოს გამო კი არა, არამედ ჩვენივე ჯ ანმრთელობის შესანარჩუნებლად. 📌 მიუხედავად ჩვენთვისვე სასიკეთოობისა, ბევრი ვიპრეტენზიავეთ, რა უფლებით გვზღუდავენ, გარეთ მინდა , ჩემს შვილს ,,Mcdonald” -ის ბურგერი, მეგობრები მოენატრა, პარკში გასეირნება უნდა და ა. შ , მოკლედ ვწუწუნებდით მუდმივად. ⭕ შემთხვევით არაფერი ხდება, გარკვეულწილად გავიარეთ ის შეგრძნებები რასაც სახლებში, ინსიტიტუციებში გამოკეტილი შშმ პირები გადიან მთელი ცხოვრება, ხშირად დაუსრულებლად. 🙄 გამოკეტვის მიზეზები შესაძლოა უამრავი იყოს, თუმცა რამოდენიმე ძირითადი ესენია : არაადაპტირებული გარემო

არ მიყვარს როდესაც მშობლებს დედებად და მამებად ყოფენ

Image
1. რას აკეთებთ ყველაზე ხშირად შვილებთან ერთად? 👨‍👧‍👦დროის უმეტეს ნაწილს შვილებთან ერთად ვატარებ, ვცდილობ ნებისმიერი საქმიანობის დროს გვერდით მყავდნენ და მათი ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქმეც გავუნაწილო. ყველაზე მეტად ჩვენს სოციალურ საწარმოში მუშაობა გვიყვარს, სადაც ხის ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებთ, ეს ჩვენთვის საქმე, გართობა და დემეტრეს სამედიცინო დიაგნოზიდან გამომდინარე თერაპიაცაა. სახელოსნომ დიდი როლი ითამაშა,  მის ფსიქო-მოტორულ განვითარებაში და  სოციალიზაციაში. 2. თქვენი აზრით, რატომაა კარგი იყო კარგი მამა? 👨‍👧‍👦 არ მიყვარს როდესაც მშობლებს დედებად და მამებად ყოფენ, რადგან ვფიქრობ რომ ბავშვთან მიმართებაში დედა=მამას=მშობელს. მნიშვნელოვანია და დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის , რომ იყო კარგი მშობელი. კარგი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობა და შვილის ნათელი მომავლის  საფუძველია, ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, გამოცდილების გაანალიზება და გაზიარება, რაც დადებითად აისახება შვილის განვითარებაზე და მისი როგორც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე. 3.

ნეკერას ბილიკი

Image
შენთან ამოვედით დღეს, რაღაც უჩვეულოდ დაგვხვდი, ირგვლივ მდუმარება იყო, ყველგან შენი წასვლის დარდი. ისევ ამოვედით შენთან, ისევ მოვაბნიეთ ვარდი, წუთით დაბრუნდი და მერე თუ კი მოისურვებ წადი. შენთან ამოვედით დღესაც, რაღაც უჩვეულოდ დაგვხვდი, წუთით დაბრუნდი და მერე თუ შენ მოისურვებ წადი... 04/10/2019 MOSE

ყველას თავისი აინტერესებს , შენი კი არავის......

Image
ყველას თავისი აინტერესებს , შენი კი არავის, არც ის, თუ რამდენს გაუძლებ ამ სხვისას. მთავარია ,,მოგიხმარონ" ერთჯერადად. ძნელია ამ ყველაფერს გაუძლო , ძალიან ძნელი, ბევრი უნდა გაიარო, თუნდაც ერთი გამოიცნო, გამოიცნობ და მაინც ეხმარები, მერე რაა რომ მისი ქვეცნობიერიც იცი? უბრალოდ იცი და მოჩა. ყოველდღიურად უამრავ ნეგატიურ ინფორმაციას ვისმენ, როგორ სტკივათ, არ უყვართ, ტოვებენ, ეშინიათ, უჭირთ და სჭირდებათ... ვცდილობ ყველას ვეყო, მერე რა, თუ ჩემი საკმარიც არ ვარ. ეხიდები და მეტს ითხოვენ, უნდათ ბოლომდე გამოგწურონ, თუმცა ზოგჯერ იმას ვერ ვხვდები ამ ყველაფერს როდემდე ვეყოფი, ცოტათი მღლის მითი, რომ ყველაფერი შემიძლია და ყოველთვის კარგად ვარ, მაგრამ ეს რა საინტერესოა? :) ... და მაინც მეღიმება, რადგან ჩემთვის დახმარებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს..... MOSE

რომ დადიხარ სიხარულს , სიყვარულს და ენერგიას უნდა ასხივებდე........

Image
რომ დადიხარ სიხარულს , სიყვარულს და ენერგიას უნდა ასხივებდე, რომ მოდიხარ სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, ამ ყველაფერს გარემოს უნდა გადასცემდე და ავრცელებდე, მარტო შენთვის კი არა... 👇 არავის აინტერესებს შენი პრობლემები და მათზე დარდით დანაოჭებული სიფათი, ასეთი სიფათით ვერც მათ ჭრი და სხვებსაც ანეგატივებ... 👉ვიცი რომ ხანდახან ,,გიჟი" ( არ მიყვარს ეს სიტყვა) გგონივართ, რა აცინებს, რატომ ხუმრობს წესით ორ აგურს უნდა ეძებდესო... 👉ზოგმა ძალიან ძლიერი ხარ და ყველას არ შეუძლიაო... 👉ზოგმა ნეტა შენ, ყველაფერი აწყობილი გაქვს და ასეთი განწყობები იმიტომ გაქვსო.... არა და მიზეზები ძალიან მარტივია: 👇 - რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია! - არავის ვჭირდები ყურებჩამოყრილი და მოღუშული, ჩემს შვილებსაც კი... - და ყველაზე მთავარი, განწყობები მართავენ ჩვენს ცხოვრებას და მათი პოზიტიურ-ნეგატიურობა პირდაპირ აისახება მასზე. მადლობა ყველას ვინც ცდილობს ,,მებრძოლოს" და მაიძულებს ვიყო მუდმივად პოზიტიურად <3 პ.ს. მგონი ნაწილობრივ მაინც გავეცი პასუხები თქვენს ცხ

ცხვარია ადამიანი?

Image
ცხვარია ადამიანი? რატომ არ გამოგვდის არასდროს არაფერი? რატომ ვერ მივდივართ წინ? იმიტომ რომ ვიყოფით ცხვრებად, თხებად და დანარჩენებად. რატომ თხებად და ცხვრებად?  აბა მეეე, მეეს ძახილი სხვა არაფრის ასოციაციას იწვევს ჩემში. 😉😉 ნებისმიერი საკითხს ვუდგებით საკუთარი მესთვის კეთილდღეობის მომტანი პოზიციებიდან და არც ერთ შემთხვევაში საზოგადო ინტერესებიდან. ცხვრების კატეგორია : კი ბღავის, მაგრამ მხოლოდ ბღავილი შეუძლიათ, თან არცერთ შემთხვევაში სხვის გამო არ დაიბღავლებენ, თუ თვითონ არ სჭირდებათ. თხების კატეგორია: თვითონაც ბღავის და ცხვრებსაც აბღავლებენ, ამის შედეგად ორივეს ნაბღავლის ნადავლი მხოლოდ მათია. დანარჩენები: ესენი არიან რომლებმაც ასე თუ ისე მოახერხეს და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებენ, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი უმცირესობაში არიან და მათი ბღავილი დანარჩენი საზოგადოებისთვის კნავილად აღიქმება. როდესაც რაიმე მოვლენის შედეგზე წუწუნებთ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ თქვენ რა გააკეთეთ ამ შედეგის ცვლილებისათვის? მოახლოებულ აღდგომას გილოცავთ. რამდენი იფი

შემინდე მამაო

Image
გაძველბიჭებულ მამაოს ვუსმენ ვფიქრობ ეს რა გვჭირს, რა გვემართება, იმის მაგივრად ვინმეს შეუნდოს სხვების დაჩაგვრის აქვს შემართება. არ განიკითხო! მკაცრად გვასწავლის და პირველ რიგში თავისზე კრძალავს, როგორ გავჩუმდე, როცა სამოსი, დამნაშავეზე უფრო მეტს მალავს. ითხოვს ვიწამო მისი  აზრები ჭეშმარიტება მხოლოდ მათშია, თუმცა როგორც კი ჩავუფიქრდები უმალვე ვხვდები - ისიც კაცია. გაჭირვებული ტაძრის წინ ვდგავარ, ვცდილობ იმედი მასში ვიპოვო თუმცა შიგ შესვლა ცოტათი მიჭირს, შიშით - ,,საწირი" რომ ვერ ვიშოვო? შავი ჯიპების ამალას ვუცქერ ალბათ ვირების ევოლუციას? სხვის აღსარებას როგორ ინდობენ ერთურთს უწყობენ რევოლუციას. სანთლის შუქები ირეკლავს ოქროს იქვე მათხოვრებს ეზოდან ყრიან რა სული ხალხო, ხორცი აყროლდა და ჯვრები მსუქან ღიპებზე ყრია. გაძველბიჭებულ მამაოს ვუსმენ ღმერთთან რად გვინდა შუამავლები? თუ სიბნელეში სინათლეს ხედავ ბნელი სადღაა შუა ღამეში. პ.ს. არ ვარ პოეტი, ყველას არ ეხება, ყველა ნუ შემეხება :) MOSE