ტიპიური განვითარების ბავშვების მშობლებს მინდა ვკითხო

🔊დიდი ხანია მინდოდა დამეწერა , შემდეგ ვიფიქრე საგანგებო მდგომარეობა დამთავრდეს, მოიხსნას შეზღუდვები და გარკვეულწილად პანდემიამდე ვითარებაში დავბრუნდეთ, რომ შეგრძნებები მეტად აღქმადი გახდეს თქო და აი ახლა შესადარებელ- შესაფასებელ- დასაფიქრებელი ბევრი რამ გვაქვს.
📌3 თქვე გავატარეთ სიტუაციაში როდესაც გადაადგილება გარკვეული შეზღუდვებით შეგვეძლო, ოღონდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებივით ჯანმრთელობის, საზოგადოებისა და არაადაპტირებული გარემოს გამო კი არა, არამედ ჩვენივე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
📌მიუხედავად ჩვენთვისვე სასიკეთოობისა, ბევრი ვიპრეტენზიავეთ, რა უფლებით გვზღუდავენ, გარეთ მინდა , ჩემს შვილს ,,Mcdonald” -ის ბურგერი, მეგობრები მოენატრა, პარკში გასეირნება უნდა და ა. შ , მოკლედ ვწუწუნებდით მუდმივად.
შემთხვევით არაფერი ხდება, გარკვეულწილად გავიარეთ ის შეგრძნებები რასაც სახლებში, ინსიტიტუციებში გამოკეტილი შშმ პირები გადიან მთელი ცხოვრება, ხშირად დაუსრულებლად.
🙄გამოკეტვის მიზეზები შესაძლოა უამრავი იყოს, თუმცა რამოდენიმე ძირითადი ესენია : არაადაპტირებული გარემო, საზოგადოების შიში ( ბულინგი, დიკრიმინაცია) და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს მშობლის არასწორი მიდგომაც კი.
📌ხშირ შემთხვევაში შშმ ადამიანები კონკრეტულ სივრცეებში ატარებენ თავის ცხოვრებას და თავიაანთი ჯანმრთელობის დასაცავად კი არა , უბრალოდ სხვა ადამიანების არასწორი დამოკიდებულებების გამო.
იმ ტიპიური განვითარების ბავშვების მშობლებს მინდა ვკითხო, რომლებიც მათი შვილების გვერდით ბაღებსა და სკოლებში ჩენი შვილების ყოფნას აპროტესტებენ ( საბედნიეროდ მსგავსი შემთხვევა ჩვენ არასდროს გვქონია და ვიმედოვნებ არც გვექნება, პირიქით საამაყო სიტუაცია გვქონდა საბავშვო ბაღში და ასეა სკოლაშიც) - ცოტათი მაინც იგრძენით ის ემოცია როდესაც თქვენს შვილებს სხვადასხვა სურვილები ქონდათ და ვერ უსრულებდით? თქვენს შვილებს პარკში წასვლა უნდოდა და ვერ მიგყავდათ? ოღონდ ჩვენსავით, არამკითხე წინააღმდეგობის, სიბრალულის თვალებისა და არარსებული პანდუსების გამო კი არა - მათივე ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
📌როდესაც ვაბობთ შაბლონურად ,, არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არსებობს შეზღუდული გარემო“ სწორედაც ეს ყველაფერი იგულისხმება, ოღონდ ჩვენ, თქვენსავით 3 თვე კი არ ვართ ამ მდგომარეობაში, არამედ ხშირად მთელი ცხოვრება.
📌მაგრამ ჩვენ არ ვწუწუნებთ, ვიბრძვით და თავს ვიცავთ, ოღონდ თქვენსავით პანდემიისაგან კი არა - თქვენგან და არასწორობისგან.
🔊იმედია გავლილი თუ გასავლელი ოდნავ მაინც დაგვაფიქრებს, თანასწორობასა და თანადგომაზე.
გამოვასწორებთ დამოკიდებულებებში არსებულ ხარვეზებს და მივხვდებით რა შეგრძნებაა როდესაც სურვილები გაგაჩნია, მაგრამ ამ სურვილების შესრულებას სხვები ეწინააღმდეგებიან , ჩვენგან განსხვავებით ვიღაცეების პირადი კაპრიზების გამო კი არა, არამედ თქვენივე დასაცავად.....


MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ