ნინა სტარკ-ნეკერი


,

ანგელოზივით იყო, მფარველი ანგელოზივით, თითქოს გრძნობდა როცა გიჭირდა, მაშინვე შენთან ჩნდებოდა, თავის ძალას გაძლევდა, გაძლიერებდა, ყველას ყოფნიდა, უამრავ ადამიანს....
ერთხელ მითხრა ყოველ დღიურად რომ არ გეხმიანები არ გეგონოს მავიწყდები, ვიცი რომ კარგად ხარ და როდესაც დაგჭირდები მე ამას აუცილებლად ვიგრძნობ  და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო. ნამდვილად ასე იყო...
ბავშვებს უყვარდათ, ძალიან უყვარდათ, მასში ყოველთვის იყო ბავშვური სისუფთავე და უბრალოება, ამიტომ ერთმანეთს კარგად უგებდნენ,   ბევრს თამაშობდნენ, ყოველთვის მშურდა მისი უსაზღვრო ენერგიის, ალბათ ამიტომ წერდა ლექსებს ბავშვებისთვის. გუშინ ჩემებს ვუთხარი, რომ დაიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, ელოდებიან, ისევ ელოდებიან , რომ გაიღვიძებს და მოვა.....
ამ ტექსტს აუცილებლად წაიკითხავდა მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა დაუზარელად გამისწორებდა  უამრავ შეცდომას, თან დამამშვიდებდა, თავიდან მეც მეშლებოდა, გაიზრდები და შეცდომებს აღარ დაუშვებო...
ის არც პოეტი იყო ჩემთვის და არც მთარგმნელი, ის ადამიანი იყო, ნამდვილი მეგობარი, სადა, უამრავი სამკაულით...
ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა, ის თვითონ სიყვარული იყო.
გვატკინა, ძალიან გვატკინა, ახლაც არ მჯერა მასზე წარსულ დროში რომ ვსაუბრობ.
ბოლოს მითხრა მინდა ჩემი ყველა მეგობარი ერთად შეგყაროთო და გამოუვიდა კიდეც, ვდგევართ სრულიად უცნობი და განსხვავებული ადამიანები და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გვაქვს , ისევ მისი დამსახურებით....
ვუყურებ და ის ახლაც ანგელოზივითაა,  ანგელოზივით, რომელსაც ძალა შემოელია......

ნეკერ-ჩხლის ხიდან მოწყდა ფოთოლი
ყვითელი, რომელიც ასე გიყვარდა,
შენც ფოთოლივით შემოგვეცალე
მარტო დაგვტოვე აწმყოს სიზმართან.
შენ ვერასოდეს ვერ წახვალ ჩვენგან
არ გაქვს უფლება მარტოდ იარო,
შენს სამყოფელთან ხშირად ვიტირებ
იქნებ სიზმარმა გადაიაროს.......



MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ