შშმ მარკეტინგი




     ორ რამეზე შევთანხმდეთ:

1) ეს ბანერი არის სარეკლამო ( ანუ ინფორმაციაა კლიენტის მოზიდვის მიზნით ).
2) არის ,,ბიზნეს პრასტიტუტკობის" დამადასტურებელი კიდევ ერთი მატერიალური გამოხატულება (ანუ შემოსავლის მიღების მიზნით ყველაფერი მოსულა).

არაერთხელ დამიწერია შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ.

ამ ბანერზე ერთი შეხედვით ქველმოქმედება და ჰუმანურობის გამოხატულება ჩანს თუმცა,

მე ვარ უსაყვარლესი შშმ ბავშვის მამა და ვამბობ:

- ჩემს შვილს არ სჭირდება მითუმეტეს რეკრეაციულ ზონაში თავისი სტატუსის ხაზგასმა და კიდევ ერთხელ იმის წამოძახება რომ შშმ პირია.
- ჩემს შვილს არ სჭირდება თავისი სტატუსიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სიბრალული.
-მე არ მჭირდება ჩემი შვილის სტატუსიდან გამომდინარე უფასო ჩაი და ყავა.

ქართული მარკეტინგული სხარტულების გათვალისწინებით სინამდვილეში:

- ეს შშმ ,,პიარ აქცია" გათვლილია არა შშმ პირებზე არამედ  ამ ქველმოქმედებთ მოხიბლულ ადამიანებზე, ჩვენზე ხომ გულისამაჩუყებელი ტექსტები ყველაზე მეტად მოქმედებს და გვიზიდავს.

- საინტერესოა როგორ აპირებენ მფლობელები ან მომსახურე პერსონალი შშმ პირების იდენტიფიკაციას? თუ ფორმა N100 ან პენსიის ბარათის წარდგენაა საჭირო უფასო ჩაის და ყავის დასამსახურებლად.

სირცხვილია მეგობრებო! ძალიან დიდი სირცხვილი ეს ყველაფერი და მინდა რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ შეიგნოს ეს.

დარწმუნებული ვარ ,,კოფი ლეიქი " არაა ერთადერთი შემთხვევა ამ კუთხით.

სანამ ასეთ ,,უკონკურენტო" რეკლამებს შექმნიდეთ ორივე მხრიდან შეხედეთ მასზე დასატან ინფორმაციას რადგან ეს შეიძლება თქვენთვის შემოსავლიანი, მაგრამ მავანთათვის შეურაწმყოფელი იყოს.



Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ