ვერ ვიტან!
ვერ ვიტან!
ვერ ვიტან! ხურდებს,
ბოზებს და ქურდებს.
ნაგვიან ქუჩებს,
გამოშრალ ტუჩებს,
სიყვარულს უძღებს,
ვინც სინქრონს ურევს.
ვერ ვიტან! სუსტებს,
ძლიერს რომ უცქერს,
ვერ ვიტან! სულების
ლუციფერ შუქებს.
ვერ ვიტან! ქალებს
სიძვისგან დამპლებს,
ვერ ვიტან ფარებს
სახეს რომ მალავს,
ვერ ვიტან ნიღაბს,
რომელიც არ მაქვს.
ვერ ვიტან ღრუბლებს-
სხივების ქურდებს,
ვერ ვიტან ქალაქს-
სატანის ბუდეს.
ვერ ვიტან სიტყვას
ღალატს რომ ურევს,
ვერ ვიტან ცრემლებს
გულს ზემოთ მცმუკებს.
ვერ ვიტან! ღამეს
სინათლის მშთანთქმელს,
ვერ ვიტან ზურგის
უკნიდან სათქმელს.
ვერ ვიტან რწმენაზე
დახარჯულ ფულებს
სატანისტების ჯვრიან საგულეს
ვერ ვიტან ხურდებს
ბოზებს და ქურდებს,
ვერ ვიტან ჩემს თავს
ყველაფრის მყურებს!
❤️❤️❤️❤️
ReplyDelete