Posts

Showing posts from July, 2017

,,ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“

Image
ხშირად სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობ და ამაში გარკვეულ დადებითსაც ვხედავ, აქ ხომ ყველანაირი ადამიანი შეგიძლია ნახო, მოუსმინო მათ საუბარს, ჩაერთო მათ ჩხუბამდე მისულ მსჯელობებში-აქტუალურ საკითხებზე ან/და მათ იუმორისტულ წამოძახილებზე ისე გულიანად გაგეცინოს, რომ მთელი დღე გაგყვეს ეს დადებითი ემოცია. დილით მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა... მივესალმე, გამომხედა, ამოიოხრა და მისალმებაზე პასუხად უკვე კარგად ცნობილი ,,რას გვიშვრება ეს მთავრობა" შემომაგება..... ყვებოდა როგორ უჭირდა , რა მცირე შემოსავალი ქონდა და დიდი ოჯახი და ა.შ. ბოლოს: - არაა სამუშაო აბა სადაა? ახლობელი თუ არ გყავს ,,ზემოთ" არაფერი გამოგივაო. - სად გინდათ მუშაობა-თქო, ჩავეკითხე მე. - აი მაგალითად მეც მინდა შენსავით ,,გამოწყობილი" გავდიოდე სახლიდან და კაბინეტში ვიჯდე, არ მომიხდება თუ რა? იცი რა ბიჭი ვარ რომ მოვწესრიგდები.... არ დაიბნა კითხვაზე და წინასწარ მზადებული პასუხი შემომაგება ( ალბათ ხშირად ქონდა ამაზე ნაფიქრი). - რისი სპეციალისტი ხართ? ვაგრძელებ შეკითხვებს... - სპეციალისტი რაა, ყვე

სოციალური სოციუმი

Image
 რამოდენიმე დღის წინ მეგობარმა http://channel23news.com -ის მახინაციის საშუალებით ჩემზე შექმნა სტატია თითქოსდა მაღალ თანამდებობაზე ვინიშნებოდი. ეს სტატია ჩემს ,,ვოლზე დაშეარდა" და ატყდა ამბავიც.... - სტატიაზე გადასვლისთანავე, მცირედი დაკვირვებითაც ადვილი შესამჩნევი იყო რომ ეს ეგრედწოდებული ,,ფეიკ ნიუსია". მაგრამ: - დაიწყო კომეტარები მილოცვის ტექსტებით და დარწმუნებული ვარ მხოლოდ სათაურიდან გამომდინარე, რომელიც ფრიად მიმზიდველი იყო, სხვა შემთხვევაში სტატიის წაკითხვისთანავე ადვილი ამოსაცნობი იყო მისი ჭეშმარიტებასთან მზის მანძილზე ყოფნა. - ტელეფონზე შემომავალი ზარების რაოდენობამ  სტატიის ,,დაშეარებიდან" 1 საათში შეადგინა 162, ხოლო ჩემი ტელეფონი დაკავებულობიდან გამომდნარე ჩემს მეგობრებთან იგივე საკითხზე შესული ზარების რაოდენობა 48.  მესენჯერში შემოსული წერილების რაოდენობამ 184. - ძირითადად მირეკავდნენ ისეთი ადამიანები ცხოვრებაში რომ არ გაახსენდებათ მომიკითხონ, ნუ ეს ,,ღრუზინულ გაგებას" მივაწეროთ. - თავისთავად ასეთი ყურადღება და ინტერესი გარკვეულწილად სიამოვნე