,,ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“

ხშირად სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობ და ამაში გარკვეულ დადებითსაც ვხედავ, აქ ხომ ყველანაირი ადამიანი შეგიძლია ნახო, მოუსმინო მათ საუბარს, ჩაერთო მათ ჩხუბამდე მისულ მსჯელობებში-აქტუალურ საკითხებზე ან/და მათ იუმორისტულ წამოძახილებზე ისე გულიანად გაგეცინოს, რომ მთელი დღე გაგყვეს ეს დადებითი ემოცია.
დილით მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა...
მივესალმე,
გამომხედა, ამოიოხრა და მისალმებაზე პასუხად უკვე კარგად ცნობილი ,,რას გვიშვრება ეს მთავრობა" შემომაგება.....
ყვებოდა როგორ უჭირდა , რა მცირე შემოსავალი ქონდა და დიდი ოჯახი და ა.შ.
ბოლოს:
- არაა სამუშაო აბა სადაა? ახლობელი თუ არ გყავს ,,ზემოთ" არაფერი გამოგივაო.
- სად გინდათ მუშაობა-თქო, ჩავეკითხე მე.
- აი მაგალითად მეც მინდა შენსავით ,,გამოწყობილი" გავდიოდე სახლიდან და კაბინეტში ვიჯდე, არ მომიხდება თუ რა? იცი რა ბიჭი ვარ რომ მოვწესრიგდები.... არ დაიბნა კითხვაზე და წინასწარ მზადებული პასუხი შემომაგება ( ალბათ ხშირად ქონდა ამაზე ნაფიქრი).
- რისი სპეციალისტი ხართ? ვაგრძელებ შეკითხვებს...
- სპეციალისტი რაა, ყველაფერი ვიცი, რასაც თქვენ მუშაობთ მე ვერ გავაკეთებ? ასევე სხარტად მიპასუხა და წელში გაიშალა ყველაფერჩიკობით გამოწვეული თვითკმაყოფილებისაგან.
- არა ვერ გამიგეთ, პროფესია რა გაქვთ? მაგას გეკითხებით შევუბრუნე კითხვა.
- საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული, ასეთივე სიამაყით მიპასუხა ალმაცერად გადმომხედა :(
მინდოდა გამეგრძელებინა ,,პური მეპურემ უნდა გამოაცხოს" თეორია, მაგრამ ჩემს გაჩერებასაც მივუახლოვდით. მსმენელით კმაყოფილი სახით დამემშვიდობა და განაგრძო თავისი ყოველდღიური, მთავრობის ბრალეული ყოფა.....
„ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“



Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ