ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!


                                                         
გუშინ მე და ჩემი მეგობარი სამსახურიდან ვბრუნდებოდით საღამოს 8  საათი იქნებოდა, ვმოძრაობთ თელავი-ახმეტის ცენტრალურ გზაზე (მანძილი 27-28 კმ). დაახლოვებით15 კილომეტრის გავლის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილას ხელი ჩაგვიქნია გზის პირას ჩამუხლულმა მოხუცმა. ხელის მოძრაობას დაღლილობა და ,,კიდევ სცადეს" ელფერი დაჰკრავდა. ჩემმა მეგობარმა ავტომობილი მაშინვე გააჩერა - გვთხოვეს აქვე მივდივართ და იქნებ დაგვიმგზავროთ თუ არ შეგაწუხებთო. 20-30 მეტრის მოშორებით  მისი მეუღლე იდგა მორცხვად, დაღლილი, იმედიანი თვალებით გვიცქერდა. 
ავტომობილი ორკარიანია, შევთავაზეთ რომელსაც მეტად უჭირდა მოძრაობა წინა სავარძელზე დამჯდარიყო, არცერთმა არ ისურვა - სულ ერთად ვართ ჩვენ და ასე დავიხოცებით, სკამის გამო როგორ დავცილდებითო? მოგვიგეს ხუმრობა ნარევი სიბერისგან გაბზარული ხმით.
დაგვაკვირდნენ, ჩემი მეგობარი იცნეს, უკვე მეორედ გვეხმარები შვილო ღმერთი დაგლოცავსო. 
წამოვიყვანეთ, თბილი და ალალი დალოცვის შემდეგ დაიწყო გაცნობის ეტაპი, გამოიკითხეს ვინ ვიყავით, ვისები, საიდან.....
კითხვები ჩენგანაც იყო..... აღმოჩნდა რომ ბებო 75 წლის იყო პაპა 80-ის, პაპა წუწუნებდა ცოტა დავბერდი შვილო თორე არ შეგაწუხებდით, თელავში სასამართლოზე ვიყავით, მხოლოდ ერთი გზის თანხა გვქონდა სამგზავროდ, თელავიდან ფეხით მოვდივართ მანქანების გაჩერებას ვცდილობდით, მაგრამ არავინ გაგვიჩერაო. მათ თვალებში ახალგაზრდობაზე სინანული და სიბერეზე გაბრაზება იკითხებოდა.
იხსენებდნენ ძველ დროს და ისტორიებს, ახალგაზრდობაში როგორ მოძრაობდნენ, როგორ შრომობდნენ, რამდენი შვილი ყავდათ და შვილიშვილი და ა.შ... წუხდნენ დროის დაუნდობლობაზე.
ისეთი ტკბილები იყვნენ ჩემები გამახსენდა, რომლების ნახვასაც რაც დრო გადის უფრო და უფრო იშვიათად ვახერხებ და ძალიან ვინანე ეს...
მოკლედ:
- მოხუცის გახარებით მიღებულ სიამოვნებას არაფერი შეედრება.
- აქ ჩემი  და ჩემი მეგობრის ,,კაი ტიპობა" არ ამიღწერია, ვამაყობ რომ ასეთი მეგობრები მყავს და დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი მეგობარი ასე მოიქცეოდა.
- ამხელა მანძილზე რატომ არავინ გააჩერა მანქანა (ის არგუმენტი რომ  საშიშია უცხო ადამიანს მანქანა გაუჩერო ძალიან სუსტია,  მათ შორიდანვე ეტყობოდათ უმწეო მოხუცები იყვნენ).
უბრალოდ ძალიან შემეცოდნენ და ამ ეტაპზე მეტი არაფერი შემიძლია მათთვის გარდა იმისა რომ გთხოვოთ, მოეფერეთ და გაუჩერეთ ავტომობილები მოხუცებს!  :)

ერნესტ ჰემინგუეი:
- “ორჯერ არაფერი მეორდება.”
-“ჩემი მაღვიძარა საათი კი სიბერეა. რატომ იღვიძებენ ბებრები ასე ადრე? ნუთუ იმიტომ, რომ თუნდაც ეს დღე გაიხანგრძლივონ?.”.......

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ