ერი = ბერს



ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მიჭირდა ყველაზე მეტად, ერთი დღემდე მიჭირს....
ასეთ შემთხვევებში, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ადამიანი რაღაცის ძებნას იწყებს ქვეცნობიერად. ადგილს სადაც ყველაფერს მოწყდები, დაივიწყებ და შვებას იგრძნობ რაღაც გარკვეული დროით მაინც. 
ორივე შემთხვევაში ჩემთვის ასეთ ადგილად ეკლესია მივიჩნიე ოღონდ ცარიელი, ღვთისმსახურებისა და მრევლის გარეშე. პირველად ინტუიციურად და მეორედ გამოცდილების საფუძველზე აღმოვაჩინე ასეთი ადგილი, ქალაქის განაპირას გორაზე მდგარი ნაძვნარში ჩამალული პატარა მონასტერი. დილიდან საღამომდე ვიჯექი იქ მარტო, ყველას და ყველაფრის გარეშე, არც კი ვფიქრობდი, სრულიად უკონტაქტოდ , ერთ წერტილს მიშტერებული ეს ყველაფერი შვებას მაძლევდა.....არ ვიცი რატომ, ტრადიციულად გადმოცემული რწმენისა,  თუ იქ მართლაც არსებული რაღაც მისტიურის გამო. უბრალოდ შეიძლება ჩემში მჯეროდა რომ ეს ყველაფერი იყო გამოსავალი არსებული სიტუაციებიდან - ალბათ მისი კედლები ერთადერთი საზღვრებია სამყაროსა და რაღაც ირეალურს შორის. ეს იმდენად მასვენებდა და მიზიდავდა ხშირად დავფიქრებულვარ მონასტერში წასვლაზე სამუდამოდ.....
ღვთისმსახურებსა და მათ მოქმედებებს ყოველთვის განსხვავებულად აღვიქვავდი, ყოველთვის ვამჩნევდი შეუსაბამობებს მათივე მიერ დადგენილ წესებსა და არსებულ რეალობას შორის  (არ მინდა ფაქტებზე საუბარი) , ალბათ ჩვენც ზედმეტს ვითხოვთ მათგან ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, არა და არაერთხელ დადასტურებულა ისტორიის მანძილზე მათი ,,ადამიანურობა". ამიტომ არასოდეს გამკვირვებია მათი ფუფუნებისადმი მიდრეკილება თუ საერო მოთხოვნილებები. მიმაჩნია რომ ადამიანისთვის რწმენა მნიშვნელოვანია.....რწმენა რამის, ვინმესი, თუნდაც იმიტომ რომ რთულ სიტუაციებში იმედი არ დაიკარგოს, მაგრამ რწმენა შუამავლების გარეშე, შენი თავიდან გამომდინარე და არა სხვათა მიერ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ინტერპრეტაციებით მოწოდებული.  თუმცაღა არჩევანის თავისუფლების პირობებში ყოველ ადამიანს აქვს უფლება თვითონ განისაზღვროს რწმენის ობიექტი და მასთან ურთიერთობის გზაც...
ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სამწუხაროდ მაქსიმუმამდე შემცირდა ერსა და ბერს შორის განმასხვავებელი ზღვარი. ეს ყველაფერი დატოვებს კვალს ადამიანთა იმედებზე..
არ ვიცი რატომ მიზიდავს ცარიელი ეკლესიები..... ალბათ იქ მეტი თავისუფლებაა. 
ალბათ ვეღარ დავფიქრდები მონასტერში წასვლაზე რადგან სახლში და სახლის გარეთ ერთი და იგივე ამინდი ჩანს.
 და ბოლოს

,,როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!
დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას,
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება! "
 ილია II



ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი, 
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი,
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
შენში - შიგნით აიშენე ტაძარი,
გაუფრთხილდი, არ გაუჩნდეს ხანძარი.
ძმას თუ შია - ვერ იქნები მაძღარი,
ხომ აქვს უნამუსობასაც საზღვარი.
ზოგს აცვია, სხვისი ქურქი ნახმარი.
იმარხულოს, ოღონდ ნუა ახვარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
იმარხულე და დაანთე სანთელი,
მაგრამ კაცის თუ აღმოჩნდი გამთელი,
როგორც არ უნდა იყო ჯანმრთელი
- ბნელში წახვალ, დაივიწყე ნათელი.
ერთსაც განდობთ, მე სიცრუეს არ ვიტყვი,
ღვთისმსახურის საყვედური დავირტყი.
რა მოხდა, რომ ვერ გავიგე საკითხი?
ამიხსენით, ხომ ხართ ხალხი ნაკითხი:
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
- ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?!
                                        ნ.გომელაური



Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ