სტერეო ,,ტიპები"

  იმიჯი არის ბუნებრივი ან ხელოვნურად შექმნილი გარეგნული სახე, რომლითაც პიროვნება ან ორგანიზაცია საზოგადოების წინაშე წარსდგება, მისანდასახულად შექმნილი განსაკუთრებული სახე-წარდგენა, რომელიც ასოცირების მეშვეობით ობიექტს ანიჭებს დამატებით ფასეულობებს, რის წყალობითაც ხელს უწყობს მის უფრო ემოციურ აღქმას. ფასეულობები, რომლითაც იმიჯი ავსებს ობიექტს, შეიძლება სინამდვილეში არ გააჩნდეს მას, მაგრამ ამ ფასეულობებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმიჯს აღიქვამენ.
  ტერმინი სტერეოტიპი სტამბიდან წამოვიდა, ის მძიმე საბეჭდ ფორმას, კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების მერე ძნელად იცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორისს შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას.
  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმიჯი იქმნება ინდივიდის მიერ თავისივე თავისთვის ან სხვა ინდივიდისათვის, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. ხოლო სტერეოტიპი გულისხმობს ინდივიდისადმი საზოგადოების მიერ დაწესებული გარკვეული იმიჯური წესებისა და მოთხოვნების ერთობლიობას. იმიჯის შემთხვევაში წამყვან როლს ინდივიდი ასრულებს , ხოლო მეორე შემთხვევაში საზოგადოების გავლენაა მთავარი.
  დემოკრატიული საზოგადოების პირობებში, პრინციპებიდან, უფლებებიდან და თავისუფლებებიდან გამომდინარე სრულიად ალოგიკურია სტერეოტიპების არსებობა, თუმცა ,,ტრადიციული" ქვეყნები მას გვერდს ვერ აუვლიან განვითარების პროცესში. იმიჯი დროსთან და სხვა და სხვა საჭირო მიმართულებების განვითარებასთან ერთად შეიძლება იცვლებოდეს შეუჩერებლად, სტერეოტიპები კი ჩამოყალიბებულია და დიდი ძალისხმევაა საჭირო მისი თუნდაც მცირედი ცვლილებისათვის.
  დაკვირვებისას ადვილი მისახვედრია, რომ იმიჯი და სტერეოტიპის თანაცხოვრება საზოგადოებისა და ინდივიდს შორის მუდმივ ბრძოლის პროცესს წარმოადგენს. ინდივიდი ცდილობს თავისი თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში ისეთი როგორიც არის ან მას სურს, ხოლო მეორე შემთხვევაში საზოგადოება იბრძვის გახადოს, შექმნას, იგი ისეთი როგორიც მასშია მიღებული ,,ისტორიულად", რაც ყოველგვარ თვითგამოხატვასა და ინდივიდუალიზმს გამორიცხავს. აღსანიშნავია რომ გარკვეული სახის იმიჯები, იმის მიხედვით თუ საზოგადოების როგორი სტატუსის წარმომადგენლის მიერაა შეთავაზებული, შესაძლებელია იქცეს ნორმად, უმრავლესობის მოწონება დაიმსახუროს და დროთა განმავლობაში დამკვიდრდეს როგორც სტერეოტიპი, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია საწყის ეტაპზე მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყოლოდა.
  დემოკრატია მოიცავს მთელი როგი უფლებებს და თავისუფლებებს , რომელთაც ბუნება ანიჭებს ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. ასე რომ თანამედროვე საზოგადოების პირობებში ადამიანი აბსოლიტურად თავისუფალი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იგი იყოს ისეთი როგორიც თავად სურს თუ მოექცეს უმრავლესობაში ჩამოყალიბებული ნორმების ჩარჩოებში.
და ბოლოს
იმიჯი-სტერეოტიპები=თავისუფლებას?!
,,იყო თავისუფალი არ ნიშნავს მხოლოდ მარწუხებისა და ბორკილებისაგან გათავისუფლებას, არამედ ცხოვრებაში დააფასო სხვისი თავისუფლება და გაავრცელო ის!" (მანდელა)

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ