Posts

Showing posts from December, 2017

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

Image
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე ის თაობა ვარ რომელიც მასწავლებლის დანახვაზე ნებისმიერ სიტუაციაში, ქვეცნობიერში ჩაშენებული პატივისცემის გამო ფეხზე დგებოდა და უდიდესი რიდი და მოკრძალება მაქვს დღემდე მათ მიმართ, ასევე ჩემი ბავშვობიდან დღემდე ჩემი ოჯახის ორი წევრი, საამაყოდ წარმატებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მუშაკია და სისტემას კარგად ვიცნობ. ასე რომ ავი აზრები თავიდანვე შეგიძლიათ გამორიცხოთ. ბოლო დროს, რამოდენიმე მშობელი დამიკავშირდა და მკითხა რჩევა, როგორ მოქცეულიყო როდესაც მათ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილს სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელები ბაღში მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ. ხშირ შემთხვევაში ისინი ამას აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით და ერთ შემთხვევაში ფიზიკური შეხებითაც გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა კონკრეტული სახელი და გვარებით ჯერ არ ვისაუბრებ.  ვინც მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება ასეთი შემთხვევების შესახებ, ბოლომდე შემიძლია გავყვე ნებისმიერ სიტუაციაში, ვინც ჩვენს შვილებს უსამართლოდ შეეხება ნებისმიერ კონტექსტში, ოღონდ რა თქმა უნდა ჩემი პრ