Posts

Showing posts from August, 2018

ნუ ფიქრობ

Image
ნუ ფიქრობ! დამთავრდა, მეტს ვეღარ გაუძლებ, ნუ ფიქრობ! ცხოვრება სულ ერთი წამია, ნუ შიშობ! თუ დაღლამ ცოტა ხნით გაჯობა, შიშებით ბილიკი ვის გაუკვალია?! ნუ ფიქრობ! გაუძლო არც ისე გასაძლებს, სირთულე, თმენას და სიყვარულს გვაძალებს. ნუ ეძებ! ნისლებში კაშკაშა ვარსკვლავებს, ღამეში გაჰყევი მხოლოდ შენს ნაკვალევს. ნუ ებრძვი! სხვას როცა შენს თავსვე ვერ სჯობნი, მოუგე! შენსავე მეს და იცოდე თუ ამას შეძლებ, და შენს მართვას ისწავლი, მსოფლიოს  მართვამდე არაა სიშორე. ნუ ეჭვობ! დარწმუნდი შენსავე ძალაში არასდროს გამოგვდის ჩვენს თავთან თამაში. ნუ ფიქრობ გაუძლო არც ისე გასაძლებს სირთულე თმენას და სიყვარულს გვაძალებს! MOSE

თუშეთი / Tusheti 2018

Image
ულამაზესი თუშეთი, არც ისე საშიში გზით, ადგილი რომელიც ყველამ უნდა ნახოს! https://www.youtube.com/watch?v=sStjKaGBdiw (ფოტოები დაცულია საავტორო უფლებით)