Posts

Showing posts from March, 2018

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

Image
ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა - არა! ასე საშინლად შეურაცხმყოფელად არასდროს თქვათ! ჩვენს ქალაქში ერთი გოგოა, ან  ერთი ჩვენი თანაქალაქელია და თუ მაინცდამაინც ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გინდათ გამოკვეთოთ - ამ შემთხვევაში კორექტულობასთან მიახლოვებული ალბათ - ფსიქიკურად დაავადებულია სწორი. ხო და ამ გოგოს ყოველდღე ვხვდები, მთელი ქალაქი ხვდება ყოველდღიურად, იგი მხიარული და ხალისიანია. ფულს ითხოვს, არა ძალისმიერად, ისე საყვარლად რომ ჯიბიდან ბერჯერ ბოლო ლარიანი ამომიღია, ფულს სულ ვაძლევ თან აუცილებლად ვთხოვ რომ სასმელი არ იყიდოს, არამედ საჭმელი ან მისთვის საჭირო სხვა ნივთი შეიძინოს. მინახავს როგორ დასცინიან პატარა ბავშვები, მოზრდილებიც - ოღონდ იშვიათად,  ისიც მინახავს როგორ ცეკვავს ხალმხრავალ ადგილებში მუსიკის ფონზე მთელი გატაცებით. ყოველდღე ვხვდები-მეთქი და ისიც ყოველდღე მისალმების შემდეგ აუცილებლად მოიკითხავს ჩემს შვილს, დაწვრილებით გამომკითხავს მის მდგომარეობას და ხმამაღლა გაბრწყინებული თვალებით  ამბობს, რომ ძალიან უყვარს. იმასაც ამბობს რომ შვილი თვითონაც ჰყავს  და იგი

,,სმაილი"

Image
ხშირად ვაკვირდები ქუჩაში სახეებს და რაც უფრო მეტს დავდივარ  ფეხით, ჩემი სახის გამომეტყველებაც მეტად ემსგავსება ფეხით მოსიარულეთა უმრავლესობის ანარეკლს. ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს - განსაკუთრებით კი ეს გაუცნობიერებელი ,,გადამდებობა" - ღიმილს ხომ ფინანსები არ ჭირდება. ყველას გვაქვს პრობლემები, ზოგს დიდი, ზოგს შედარებით უმნიშვნელო , მაგრამ ჩვენი საკუთარი შეფასებებით ისინი ჩვენთვის ერთმანეთის ტოლია. - რაც მეტს იფიქრებთ პრობლემებზე  მით მეტად გაღრმავდება ისინი და დაგრძელდება მისგან თავის დასაღწევი გზები. - ხშირად უთხარით საკუთარ თავს რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ თქვენ ამას შეძლებთ. - არასოდეს გამოაჩინოთ შინაგანი ,,დაგრუზულობა" სხვასთან, რადგან სხვისი დაგურზვა თქვენ შვებას არ მოგცემთ. - ისწავლეთ მეტი სიყვარული თქვენების, უუცნობების და უბრალოდ ადამიანების და გარემოს მიმართ, აუცილებლად გამოხატეთ ის ყოველდღიურობაში. - არასოდეს შეგშურდეთ სხვისი, რადგან ეს მხოლოდ თქვენი ნეგატიური განწყობის საფუძველი გახდება. - ნუ აყოლებთ თვალს დიდ შავ ჯიპებს, არამედ იმოქმედეთ ისე

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

Image
მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი იდგა როდესაც უკვე მეორედ გავხდი მამა და ამ უსაზღვრო ემოციამ იმდენად შემიპყრო, ვერც კი წარმომედგინა რომ ეს მოცემულობა შეიცვლებოდა იმდროისათვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდი. როდესაც პირველად დიაგნოზი მითხრა ექიმმა ვერ გავიაზრე, მეგონა შეცდომა იყო, რაღაც შეეშალათ, სხვა ბავშვზე საუბრობდნენ და არა ჩემს შვილზე, რომელსაც ცხრა თვე მუცლად ყოფნიდანვე ვუვლიდი და ვეფერებოდი. ჩემებმა პირველად მნახეს მაშინ სულ თეთრი.... დამეთანხმებით ყველა მანამდე ამ საკითხთან შეხების არ მქონე ადამიანს   ცერებრალური დამბლის დიაგნოზის გაგონებისას თვალწინ ამ დაავადების ერთ-ერთი მძიმე ფორმის მქონე ბავშვი წარმოგვიდგება. მას ფიზიკურად არაფერი ეტყობოდა   თუმცა ახლანდელი გადასახედიდან, ამდენი ინფორმაცია რომ მქონოდა აუცილებლად შევატყობდი და რეაგირებაც უკეთეს შედეგს გამოიღებდა. თავდაპირველად არაღიარებით გავურბოდი რეალობას ჩემში, თავს ვაჯერებდი რომ პრობლემა არ არსებობდა, შემდეგ დაიწყო დეპრესია, ფიქრი იმაზე რატომ   ჩემს შვილს, დავიწყე საკ

დედას

Image
ცხრა თვე მატარე მუცლით და მერე... დღემდე გიმშრალებ ტკივილის ცრემლებს, ამდენ ხნის მერე ძლივს გავუბედე შენზე მოვუყვე ჩემს ნაჯღაბნ ლექსებს. ახლაც კი მახსოვს შენი თვალები ჩემს დანახვაზე მალავდნენ სევდას, ახლაც კი მახსოვს ჩემი გულისთვის ვერ შეგაშინა ქარმა და ცეცხლმა. მაგ შენს სახეზე ბევრი ნაოჭი ეს დროის არა, ჩემი ბრალია ამ ცხოვრებაში შენს გახარებას როდესმე შევძლებ? ჩემი ვალია. დღეს დედის დღეა და შენ კი ისევ ეცდები მეტად დამალო სევდა დღეს დედის დღეა დიდხანს იცოცხლე დღეს შენი დღეა, გილოცავ დედა! 3/03/2016