,,სმაილი"
ხშირად ვაკვირდები ქუჩაში სახეებს და რაც უფრო მეტს დავდივარ ფეხით, ჩემი სახის გამომეტყველებაც მეტად ემსგავსება ფეხით მოსიარულეთა უმრავლესობის ანარეკლს.
ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს - განსაკუთრებით კი ეს გაუცნობიერებელი ,,გადამდებობა" - ღიმილს ხომ ფინანსები არ ჭირდება.
ყველას გვაქვს პრობლემები, ზოგს დიდი, ზოგს შედარებით უმნიშვნელო , მაგრამ ჩვენი საკუთარი შეფასებებით ისინი ჩვენთვის ერთმანეთის ტოლია.
- რაც მეტს იფიქრებთ პრობლემებზე მით მეტად გაღრმავდება ისინი და დაგრძელდება მისგან თავის დასაღწევი გზები.
- ხშირად უთხარით საკუთარ თავს რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ თქვენ ამას შეძლებთ.
- არასოდეს გამოაჩინოთ შინაგანი ,,დაგრუზულობა" სხვასთან, რადგან სხვისი დაგურზვა თქვენ შვებას არ მოგცემთ.
- ისწავლეთ მეტი სიყვარული თქვენების, უუცნობების და უბრალოდ ადამიანების და გარემოს მიმართ, აუცილებლად გამოხატეთ ის ყოველდღიურობაში.
- არასოდეს შეგშურდეთ სხვისი, რადგან ეს მხოლოდ თქვენი ნეგატიური განწყობის საფუძველი გახდება.
- ნუ აყოლებთ თვალს დიდ შავ ჯიპებს, არამედ იმოქმედეთ ისე რომ თქვენც შეძლოთ მისი შეძენა.
- ნუ შეაფასებთ ადამიანების ბედნიერების ხარისხს ვიზუალურად (იმიჯით), რადგან სწორედ ისინი შეიძლება თქვენზე მეტად ,,უბედურები" იყვნენ.
- ნუ იფიქრებთ მხოლოდ მიზნებზე, არამედ მეტი დრო დაუთმეთ ამ მიზნამდე მისასვლელი სწორი გზების დასახვას.
-ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა და როდესაც თქვენს თავზე გაიმარჯვებთ, თქვენი დაუმარცხებელი ქვეყნად აღაფერი იქნება.
- ბევრი გაუღიმეთ ერთმანეთს - განწყობა გადამდებია!....
და ბოლოს ერთი წამით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ქუჩა, სადაც ყველა ადამიანი იღიმის :)
MOSE
Comments
Post a Comment