დედას
ცხრა თვე მატარე მუცლით და მერე...
დღემდე გიმშრალებ ტკივილის ცრემლებს,
ამდენ ხნის მერე ძლივს გავუბედე
შენზე მოვუყვე ჩემს ნაჯღაბნ ლექსებს.
ახლაც კი მახსოვს შენი თვალები
ჩემს დანახვაზე მალავდნენ სევდას,
ახლაც კი მახსოვს ჩემი გულისთვის
ვერ შეგაშინა ქარმა და ცეცხლმა.
მაგ შენს სახეზე ბევრი ნაოჭი
ეს დროის არა, ჩემი ბრალია
ამ ცხოვრებაში შენს გახარებას
როდესმე შევძლებ? ჩემი ვალია.
დღეს დედის დღეა და შენ კი ისევ
ეცდები მეტად დამალო სევდა
დღეს დედის დღეა დიდხანს იცოცხლე
დღეს შენი დღეა, გილოცავ დედა!
3/03/2016
Comments
Post a Comment