Posts

Showing posts from February, 2017

ერი = ბერს

Image
ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მიჭირდა ყველაზე მეტად, ერთი დღემდე მიჭირს.... ასეთ შემთხვევებში, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ადამიანი რაღაცის ძებნას იწყებს ქვეცნობიერად. ადგილს სადაც ყველაფერს მოწყდები, დაივიწყებ და შვებას იგრძნობ რაღაც გარკვეული დროით მაინც.  ორივე შემთხვევაში ჩემთვის ასეთ ადგილად ეკლესია მივიჩნიე ოღონდ ცარიელი, ღვთისმსახურებისა და მრევლის გარეშე. პირველად ინტუიციურად და მეორედ გამოცდილების საფუძველზე აღმოვაჩინე ასეთი ადგილი, ქალაქის განაპირას გორაზე მდგარი ნაძვნარში ჩამალული პატარა მონასტერი. დილიდან საღამომდე ვიჯექი იქ მარტო, ყველას და ყველაფრის გარეშე, არც კი ვფიქრობდი, სრულიად უკონტაქტოდ , ერთ წერტილს მიშტერებული ეს ყველაფერი შვებას მაძლევდა.....არ ვიცი რატომ, ტრადიციულად გადმოცემული რწმენისა,  თუ იქ მართლაც არსებული რაღაც მისტიურის გამო. უბრალოდ შეიძლება ჩემში მჯეროდა რომ ეს ყველაფერი იყო გამოსავალი არსებული სიტუაციებიდან - ალბათ მისი კედლები ერთადერთი საზღვრებია სამყაროსა და რაღაც ირეალურს შორის. ეს იმდენად მასვენებდა და მიზიდავდა ხშირად დ

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

Image
                                                          გუშინ მე და ჩემი მეგობარი სამსახურიდან ვბრუნდებოდით საღამოს 8  საათი იქნებოდა, ვმოძრაობთ თელავი-ახმეტის ცენტრალურ გზაზე (მანძილი 27-28 კმ). დაახლოვებით15 კილომეტრის გავლის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილას ხელი ჩაგვიქნია გზის პირას ჩამუხლულმა მოხუცმა. ხელის მოძრაობას დაღლილობა და ,,კიდევ სცადეს" ელფერი დაჰკრავდა. ჩემმა მეგობარმა ავტომობილი მაშინვე გააჩერა - გვთხოვეს აქვე მივდივართ და იქნებ დაგვიმგზავროთ თუ არ შეგაწუხებთო. 20-30 მეტრის მოშორებით  მისი მეუღლე იდგა მორცხვად, დაღლილი, იმედიანი თვალებით გვიცქერდა.  ავტომობილი ორკარიანია, შევთავაზეთ რომელსაც მეტად უჭირდა მოძრაობა წინა სავარძელზე დამჯდარიყო, არცერთმა არ ისურვა - სულ ერთად ვართ ჩვენ და ასე დავიხოცებით, სკამის გამო როგორ დავცილდებითო? მოგვიგეს ხუმრობა ნარევი სიბერისგან გაბზარული ხმით. დაგვაკვირდნენ, ჩემი მეგობარი იცნეს, უკვე მეორედ გვეხმარები შვილო ღმერთი დაგლოცავსო.  წამოვიყვანეთ, თბილი და ალალი დალოცვის შემდეგ დაიწყო გაცნობის ეტაპი, გამოიკითხეს ვინ ვიყავით

სტერეო ,,ტიპები"

Image
  იმიჯი არის ბუნებრივი ან ხელოვნურად შექმნილი გარეგნული სახე, რომლითაც პიროვნება ან ორგანიზაცია საზოგადოების წინაშე წარსდგება, მისანდასახულად შექმნილი განსაკუთრებული სახე-წარდგენა, რომელიც ასოცირების მეშვეობით ობიექტს ანიჭებს დამატებით ფასეულობებს, რის წყალობითაც ხელს უწყობს მის უფრო ემოციურ აღქმას. ფასეულობები, რომლითაც იმიჯი ავსებს ობიექტს, შეიძლება სინამდვილეში არ გააჩნდეს მას, მაგრამ ამ ფასეულობებს გარკვეული მნიშვნელობა აქვთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იმიჯს აღიქვამენ.   ტერმინი სტერეოტიპი სტამბიდან წამოვიდა, ის მძიმე საბეჭდ ფორმას, კლიშეს აღნიშნავს, რომელიც ერთხელ ჩამოყალიბების მერე ძნელად იცვლება. ზოგიერთ შემთხვევაში ერთხელ შექმნილი წარმოდგენა ადამიანთა ჯგუფის/კატეგორისს შესახებ ვრცელდება მის ყველა წევრზე მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი კონკრეტულ პიროვნებას.   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იმიჯი იქმნება ინდივიდის მიერ თავისივე თავისთვის ან სხვა ინდივიდისათვის, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. ხოლო სტერეოტიპი გულისხმობს ინდივიდისადმი საზოგადოების მიერ და

რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!

Image
,,რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ"  აბა რა, ეს ამ თვითგამამხნევებელი გამოთქმიდანაც ჩანს - მაგრად არაფერი გვაქვს, მაგრამ ამას მაინც გავიძახით მტრის გულის გასახეთქად. მთავარია სხვას ეგონოს რომ კარგად ვართ თორე რეალობას თავში ქვაც უხლია. ჩვენ ხომ სხვისთვის და სხვისით ვცხოვრობთ უამრავი ევროპულ-ამერიკულობით გაპრავებული მანკიერებებით. თუმცა მავანთათვის ეს ხინჯები ტრადიციაა , ვისთვის კი ახლობლების ხათრით შესისხლხორცებული ვალდებულებები. მაინც რატომ ვართ ასე ეს ქართველები? ,,სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ და საკუთარში დირეს ვერო" უთქვამთ და სწორედაც რომ ასეა. სხვისი ცხოვრების განსჯაში ჩვენი ცხოვრება ვერ ,,მიგვილაგებია" და მთელი უბედურება იმაშია რომ ამის საჭიროებასაც კი ვერ ვხედავთ. ვამაყობთ ყველაფრით ბუნებიდან დაწყებული ზღვარგადასული ადამიანურ-ტრადიციული ურთიერთობებით. წელში გამართული რაც უფრო დიდი სასმისით ვიტყვით მთა ბარის სადღეგრძელოს მით უფრო მაგარი პატრიოტები ვართ. ამ დროს ამავე ნასუფრალს მშვიდად მოვისვრით იქვე ჩვენს გვერდით, ხოლო შემდეგში ამავე ადგილას დაბრუნებულნ