Posts

Showing posts from August, 2017

იწვის საქართველო!

Image
იწვის საქართველო! იწვის საქართველო ალაგ-ალაგ მრავალჯერ ნატანჯი და ნაფერები, იწვის ჩემი სული მასთან ერთად ნუთუ აღარასდროს გავთენდებით? იწვის საქართველო ალაგ-ალაგ ღმერთმა ერთობის დრო დაგვანახა, მდუმარე გმირობები ახლაა საჭირო და არა ,,პიარი" სხვების დასანახად! იწვის საქართველო ალაგ-ალაგ ნუ ეძებთ მიზეზებს კვამლის, ჩვენ ყველამ ერთობით დავჯაბნოთ ალები, ესაა იმედი ხვალის!

შშმ ,,მდგომარეობა"

Image
ცოტა ხნის წინ ერთი გოგო დამიკავშირდა, მითხრა რომ ნაშრომს წერდა ინკლუზიური განათლების შესახებ, ძრითადად დღევანდელი, არსებული შშმ პირების მდგომარეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები აინტერესებდა, მთხოვა ნებართვა ჩემი ბლოგის გამოყენების შესახებ , ჩაიწერა ინტერვიუ და ესეც მისი შემოკლებული ვარიანტი .. ძალიან კარგი და საინტერესო თემაა , აქტუალური. სამწუხაროდ ბევრი არ ეხება ამ თემას და სწორედ ეგაა მნიშვნელოვანი პრობლემა . მიხარია თუ ვინმე ამ თემით ინტერეს დება . მ თავარი ,,მოსაგვარებელი“ დღეს რაცაა  საზოგადოების მხრიდან ( ნებისმიერი ჯგუფი) არასწორი დამოკიდებულება ა, ამაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. - მეორე არის სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კონტექსტშ ი. - ასევე მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან პესიმისტური დამოკიდებულება , ( ხელის ჩაქნევა, დასტრესვა , თავის დადანაშაულება და ა.შ) რაც ყველაზე დიდი დანაშაულად მიმაჩნია პრობლემების   ჩამონათვალში , ბევრი მშობელი  მალავს არ საუბრობს ამაზე რაც ჩემი აზრით უფრო აღრმავებს პრობლემას .