, ანგელოზივით იყო, მფარველი ანგელოზივით, თითქოს გრძნობდა როცა გიჭირდა, მაშინვე შენთან ჩნდებოდა, თავის ძალას გაძლევდა, გაძლიერებდა, ყველას ყოფნიდა, უამრავ ადამიანს.... ერთხელ მითხრა ყოველ დღიურად რომ არ გეხმიანები არ გეგონოს მავიწყდები, ვიცი რომ კარგად ხარ და როდესაც დაგჭირდები მე ამას აუცილებლად ვიგრძნობ და ჩემი იმედი ყოველთვის გქონდესო. ნამდვილად ასე იყო... ბავშვებს უყვარდათ, ძალიან უყვარდათ, მასში ყოველთვის იყო ბავშვური სისუფთავე და უბრალოება, ამიტომ ერთმანეთს კარგად უგებდნენ, ბევრს თამაშობდნენ, ყოველთვის მშურდა მისი უსაზღვრო ენერგიის, ალბათ ამიტომ წერდა ლექსებს ბავშვებისთვის. გუშინ ჩემებს ვუთხარი, რომ დაიძინა და სხვა ქვეყანაში წავიდა, ელოდებიან, ისევ ელოდებიან , რომ გაიღვიძებს და მოვა..... ამ ტექსტს აუცილებლად წაიკითხავდა მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა დაუზარელად გამისწორებდა უამრავ შეცდომას, თან დამამშვიდებდა, თავიდან მეც მეშლებოდა, გაიზრდები და შეცდომებს აღარ დაუშვებო... ის არც პოეტი იყო ჩემთვის და არც მთარგმნელი, ის ადამიანი იყო, ნამდვილი მეგობა...
Comments
Post a Comment