განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები



პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მე ის თაობა ვარ რომელიც მასწავლებლის დანახვაზე ნებისმიერ სიტუაციაში, ქვეცნობიერში ჩაშენებული პატივისცემის გამო ფეხზე დგებოდა და უდიდესი რიდი და მოკრძალება მაქვს დღემდე მათ მიმართ, ასევე ჩემი ბავშვობიდან დღემდე ჩემი ოჯახის ორი წევრი, საამაყოდ წარმატებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მუშაკია და სისტემას კარგად ვიცნობ. ასე რომ ავი აზრები თავიდანვე შეგიძლიათ გამორიცხოთ.
ბოლო დროს, რამოდენიმე მშობელი დამიკავშირდა და მკითხა რჩევა, როგორ მოქცეულიყო როდესაც მათ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილს სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელები ბაღში მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ. ხშირ შემთხვევაში ისინი ამას აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით და ერთ შემთხვევაში ფიზიკური შეხებითაც გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა კონკრეტული სახელი და გვარებით ჯერ არ ვისაუბრებ.
 ვინც მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება ასეთი შემთხვევების შესახებ, ბოლომდე შემიძლია გავყვე ნებისმიერ სიტუაციაში, ვინც ჩვენს შვილებს უსამართლოდ შეეხება ნებისმიერ კონტექსტში, ოღონდ რა თქმა უნდა ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის კანონისმიერი მექანიზმებია საკითხის მოსაგვარებლად.
ასეთ ფაქტებში, გარდა კანონდარღვევისა ხშირად ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობაცაა, რაც ორმაგად მძიმე აღსაქმელია ჩემთვის.
პრობლემაში ჩაძიებისას, ჩემთვის ორმხრივი ინფორმაციის ნაკლებობა გამოისახა წინა პლანზე, ერთის მხრივ დაწესებულებების თანამშრომლებს ( საბავშვო ბაღების) არ აქვთ ინფორმაცია როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევებში ( თუ აქვთ და გააზრებულად ეუბნებიან უარს ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის რომ ისინი დაისაჯონ) და მეორეს მხრივ მშობელია არაინფორმირებული ( ვერ სთხოვს პასუხს, სათანადოდ არ რეაგირებს) მათ წინააღმდეგ არსებული კანონისმიერი მოთხოვნების შესახებ.
მე პირადადაც შემეხო ეს პრობლემა წლების წინ და ეს ფაქტი ჩემს ერთ ერთ ბლოგში მაქვს აღწერილი. აქვე ვისარგებლებ საშუალებით და ჩემი შვილის ბაღის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს და  შესაბამისი საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დიდ მადლობას გადავუხდი გაწეული მუშაობისა და ყურადღებისათვის.
ახლა კი განვიხილოთ , რამოდენიმე საკითხითან შემხებარე ამონარიდი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან.
ხშირად ერთმანეთთან აიგივებენ შშმ პირებისათვის საჭირო განათლებისა და ინკლუზიურ განათლებას რაც კარგად თუ გავიაზრებთ ადვილი მისახვედრია რომ მცდარია. აღნიშნული კანონის მუხლი 3. ტერმინთა განმარტება გვეუბნება რომ ,,(- ქვეპუნქტი) ინკლუზიური განათლებასაგანმანათლებლო მიდგომა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს დაწესებულებაში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, მიუხედავად ბავშვების ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა
ანუ ინკლუზიური განათლება, სწორედაც თავის თავში გულისხმობს ნებისმიერი მახასიათებლის მქონე ბავშვისათვის უპირობოდ ერთნაირი განათლების მიღების შესაძლებლობას, ხოლო მუხლი 23. ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი აღზრდა და განათლება გვეუბნება რომ:
1. დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების მიწოდებას ბავშვებისთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა.
,,2. დაწესებულება ვალდებულია გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მის აღმზრელ-პედაგოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.
 ეს მუხლი ნათლად გვეუბნება, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებს არა თუ არ აქვთ უფლება უარი გვითხრან ჩვენი შვილებისათვის ინკლუზიური განათლების მიწოდებაზე, არამედ ვალდებულნიც არიან სრული სიზუსტით შეასრულონ კანონის მოცემული ნორმა. მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს  სპეციალურად მომზადებული საგანმანათლებლო რესურსებით ჩვენი შვილებისათვის, კერძოდ:
ამავე კანონის მე8 მუხლი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში) და ზ ქვეპუნქტებში აღნიშნულია რომ ,,(დ) ინკლუზიური განათლების პრინციპების გათვალისწინებით ამზადებს საგანმანათლებლო რესურსების სიასა და მეთოდოლოგიურ რესურსებს და უზრუნველყოფს ამ რესურსების მუნიციპალიტეტებისათვის ხელმისაწვდომობას;  () ხელს უწყობს ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
მუხლი 10. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში 
) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების უზრუნველყოფას;
მუხლი 17. დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით
2. დაწესებულება უზრუნველყოფს:
) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვასა და პატივისცემას;
) დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვას;
) ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავებას; ‘’
ასე რომ ძვირფასო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელებო, უბრალო თანამშრომლებო, როდესაც, რატომღაც, ნებისმიერი მიზეზით მოინდომებთ უარი გვითხრათ ჩვენი შვილების განათლების შესაძლებლობაზე, გაიხსენეთ და კარგად გაიაზრეთ ყოველივე ზემოთ ხსენებული კანონიდან ამონარიდი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ფაქტს ბოლომდე მივყვები და გპირდებით მე ვუზრუნველვყოფ  ყველა შესაძლო კანონისმიერი საშუალებთ თქვენს სახლში მიბრძანებას და აი იქ კი ნამდვილად გექნებათ საშუალება/უფლება თქვენი პირადი სტუმარი ან მიიღოთ ან უარით გამოისტუმროთ.
და თქვენც ჩემო მშობლებო, მოითხოვეთ პასუხი ადეკვატურად და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ ასეთი ფაქტები მაქსიმალურად შევამციროთ და ვერავინ გაბედოს შეგნებული თუ გაუაზრებელი გამეორება.
პ.ს.

რა თქმა უნდა ჩემი ნაწერი არ განზოგადდება ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე და მათ ყველა ღირსეულ თანამშრომელს დიდი სიყვარული და პატივიცემა ჩემგან!

MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ