ნუ ფიქრობ





ნუ ფიქრობ! დამთავრდა,
მეტს ვეღარ გაუძლებ,
ნუ ფიქრობ! ცხოვრება
სულ ერთი წამია,
ნუ შიშობ! თუ დაღლამ
ცოტა ხნით გაჯობა,
შიშებით ბილიკი
ვის გაუკვალია?!
ნუ ფიქრობ! გაუძლო
არც ისე გასაძლებს,
სირთულე, თმენას და
სიყვარულს გვაძალებს.
ნუ ეძებ! ნისლებში
კაშკაშა ვარსკვლავებს,
ღამეში გაჰყევი
მხოლოდ შენს ნაკვალევს.
ნუ ებრძვი! სხვას როცა
შენს თავსვე ვერ სჯობნი,
მოუგე! შენსავე მეს
და იცოდე
თუ ამას შეძლებ,
და შენს მართვას ისწავლი,
მსოფლიოს  მართვამდე
არაა სიშორე.
ნუ ეჭვობ! დარწმუნდი
შენსავე ძალაში
არასდროს გამოგვდის
ჩვენს თავთან თამაში.
ნუ ფიქრობ გაუძლო
არც ისე გასაძლებს
სირთულე თმენას და
სიყვარულს გვაძალებს!


MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა