Posts

Showing posts from February, 2018

facebook მომხმარებლების იუმორისტულ-ფილოსოფიური კლასიფიკაცია

Image
სოციალურ ქსელში რამოდენიმე საშუალო ზომის   facebook – გვერდის ადმინი ვარ, ხო და მომხმარებლებზე დაკვირვებით გაკეთებული, მათი იუმორისტულ-ფილოსოფიური კლასიფიკაციის რამოდენიმე სახეობა მინდა გაგიზიაროთ. 1)       LIKE- მანიაკები- ადამიანები რომლებიც  ყველაფერს აკეთებენ   იმისათვის, რომ მათ დაშეარებულ აქტივობას რაც შეიძლება ბევრი მოწონება ქონდეს და ისტერიკული მოუთმენლობით განიცდიან თვითეული  ერთეულით გაზრდილ ლაიქების რაოდენობას. ყველანაირ ურთიერთობას like- ში აკონვენტირებენ და  likecoin- ის შეექმნაზე ოცნებობენ. 2)       აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ -მათ კომენტარებს და ემოციებს ყველგან შეხვედებით მუდმივად ეძებენ ახალ არეალს და გამოხატავენ აზრს მათი შესაძლო კომპეტენტურობიდან აცდენილად. მათი მიზანია წერონ და რას დაწერენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად ნახავთ მათ მიერ მოწონებულ ტრაგიკულ ამბავს ან ლოგიკიდან ძალიან აცდენილ აზრთა ფრქვევას. 3)       ჭკუის მარიგებელნი -  პოსტები და ყველა ონლაინ აქტივობა ძირითადად მომწოდებლური ხასიათის არის. მუდმივად მოუწოდებენ აუდიტორიას საკუთარი თავი