facebook მომხმარებლების იუმორისტულ-ფილოსოფიური კლასიფიკაცია



სოციალურ ქსელში რამოდენიმე საშუალო ზომის  facebook – გვერდის ადმინი ვარ, ხო და მომხმარებლებზე დაკვირვებით გაკეთებული, მათი იუმორისტულ-ფილოსოფიური კლასიფიკაციის რამოდენიმე სახეობა მინდა გაგიზიაროთ.

1)      LIKE-მანიაკები- ადამიანები რომლებიც  ყველაფერს აკეთებენ  იმისათვის, რომ მათ დაშეარებულ აქტივობას რაც შეიძლება ბევრი მოწონება ქონდეს და ისტერიკული მოუთმენლობით განიცდიან თვითეული  ერთეულით გაზრდილ ლაიქების რაოდენობას. ყველანაირ ურთიერთობას like- ში აკონვენტირებენ და  likecoin- ის შეექმნაზე ოცნებობენ.
2)      აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ -მათ კომენტარებს და ემოციებს ყველგან შეხვედებით მუდმივად ეძებენ ახალ არეალს და გამოხატავენ აზრს მათი შესაძლო კომპეტენტურობიდან აცდენილად. მათი მიზანია წერონ და რას დაწერენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად ნახავთ მათ მიერ მოწონებულ ტრაგიკულ ამბავს ან ლოგიკიდან ძალიან აცდენილ აზრთა ფრქვევას.
3)      ჭკუის მარიგებელნი -  პოსტები და ყველა ონლაინ აქტივობა ძირითადად მომწოდებლური ხასიათის არის. მუდმივად მოუწოდებენ აუდიტორიას საკუთარი თავის უნიკალურობიდან გამომდინარე ცხოვრებისეულ სისწორეებზე. ყველაფერზე აქვთ აზრი და ის აზრი მათივე აზრით შეუცდომელი და სავალდებულოდ გასაზიარებელია.
4)      ონლაინ მლოცველნი - ისინი თავიაანთ პროფაილებში ჩვეულებრივად ლოცულობენ, აზიარებენ საეკლესიო შინაარსის ტექსტებს, თუმცა იშვიათს თუ წაუკითხავს ისინი დაშეარებამდე. ითხოვენ ამინ დაუწეროთ ან ,,დააგულოთ“ და თუ არა წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის რისხვითაც იმუქრებიან. არმგონია რომელიმე რელიგიური მრწამსი აღნიშნულს ქადაგებდეს.
5)      ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს -  მუდმივად აფიშირებენ თვით წესიერებაზე, მორწმუნეობაზე, ადამიანთა შორის სიყვარულზე, პატიოსნებაზე და ა შ მაგრამ თუ მათ ონლაინ აქტივობებს ლაითად  ჩავუჯდებით ადვილად ვნახავთ მორწმუნის- გინებას, ადამიანთ მოყვარულების- მოწოდებას ვინმეს ჩაქოლვაზე, პატიოსნების-ბოზობას და  ა . შ.
6)       Online უშიშროება - ცდილობენ ყველას დაუმეგობრდნენ და შესაბამისად წვდომა ქონდეთ სხვა და სხვა არასაჯარო პროფაილების შიგნით არსებულ ინფორმაციებზე. ,,კლავიატურის ლომობენ“ და მათ ყოველთვის ყველაზე ყველაფერი იციან , ხოლო ამ ინფორმაციების მტკიცებულებებად ეგრედწოდებული ,, screenshots” –ების არქივიც აქვთ.
7)      განმანათლებელნი - თავგანწირულად ავრცელებენ ინფორმაცია ამა თუ იმ ცნობილი ადამიანების გამონათქვამების, ასევე რომელიმე საზოგადო მოღვაწის ნაწარმოებიდან ამონარიდების ტექსტების შემცველობით. და მოგვიწოდებენ გავეცნოთ და შევისისხლხორცოთ ისინი.
8)      არამეგობარი მეგობრები- ისეთი სიყვარულით გვეფერებიან და გვეტექსტებიან ხანდახან შენს თავს ეკითხები იქნებ რეალურ ცხოვრებაში იცნობ მათ და უბრალოდ გადაგავიწყდა.
9)      სვეცკების უმაღლეს ლეველში მყოფნი -  ძირითადად თავს საქმიან ან ცნობილ ადამიანებიად თვლიან, მათ ან მხოლოდ ,,მესენჯერი აქვთ ან მხოლოდ  facebook აპლიკაცია. ფოტოებს ძირითადად ბრენდული მაღაზიეების გასახდელებიდან ან საძნებლებიდან დებენ შემომეყიდა ან მისიურპრიზეს about- ით.
10)  გამჭვირვალენი -მათ პროფილებში იგივე ხდება რაც რეალურ ცხოვრებაში , ხანდახან ისე ირევიან, ტუალეტის კარს fb აპლიკაციაში ეძებენ. ისინი ყველა წვრილმანს ასაჯაროვებენ და ყოველი ნაბიჯის შესახებ ემოციურ პოსტებს წერენ.


ამ ჩამონათვალის გაგრძელება რა თქმა უნდა კიდევ შეიძლება რაც თქვენთვის მომინდვია თქვენი სოციალური გარსიდან გამომდინარე J



MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ