არ მიყვარს როდესაც მშობლებს დედებად და მამებად ყოფენ


1. რას აკეთებთ ყველაზე ხშირად შვილებთან ერთად?
👨‍👧‍👦დროის უმეტეს ნაწილს შვილებთან ერთად ვატარებ, ვცდილობ ნებისმიერი საქმიანობის დროს გვერდით მყავდნენ და მათი ასაკიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქმეც გავუნაწილო. ყველაზე მეტად ჩვენს სოციალურ საწარმოში მუშაობა გვიყვარს, სადაც ხის ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებთ, ეს ჩვენთვის საქმე, გართობა და დემეტრეს სამედიცინო დიაგნოზიდან გამომდინარე თერაპიაცაა. სახელოსნომ დიდი როლი ითამაშა,  მის ფსიქო-მოტორულ განვითარებაში და  სოციალიზაციაში.
2. თქვენი აზრით, რატომაა კარგი იყო კარგი მამა?
👨‍👧‍👦 არ მიყვარს როდესაც მშობლებს დედებად და მამებად ყოფენ, რადგან ვფიქრობ რომ ბავშვთან მიმართებაში დედა=მამას=მშობელს. მნიშვნელოვანია და დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის , რომ იყო კარგი მშობელი. კარგი მშობლობა უდიდესი პასუხისმგებლობა და შვილის ნათელი მომავლის  საფუძველია, ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, გამოცდილების გაანალიზება და გაზიარება, რაც დადებითად აისახება შვილის განვითარებაზე და მისი როგორც პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე.
3. კარგი იქნება, თუ გვიამბობთ მოკლე ისტორიას/თავგადასავალს, რაც თქვენს შვილებთან აკავშირებთ.
👨‍👧‍👦 ჩემი ცხოვრების თვითეული წამი დაკავშირებულია ჩემს შვილებთან, ერთად ვცდილობთ კონკრეტული ფრაგმენტები პოზიტიურ ისტორიად ვაქციოთ, თუმცა არის მომენტები რომლებიც განსაკუთრებით გვამახსობრდება. იქიდან გამომდინარე რომ მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ ცალკე, მაქსიმალურად ვცდილობ ბავშვებმა მინიმალურად იგრძნონ რომელიმე მშობლის ნაკლებობა, ამიტომ ხშირად კურიოზულ სიტუაციაში აღმოვჩნდები ხოლმე. დღემდე ძალიან მეცინება მარიამის ერთ-ერთი დაბადების დღის ისტორიაზე, როდესაც 8 წლის გახდა სახლის ეზო მოვაწყეთ ლამაზად, მოიწვია მეგობრები და დაიწყო დაბადების დღეც, მე როგორც ყოველთვის, მთლიანად ვიხარჯები რომ ბავშვები გავართო, ვცეკვავ, ვმღერი, ვხუმრობ, მოკლედ რა როლსაც მთხოვენ ყველაფერზე ვთანხმდები, რომ მეგონა ყველა ჩემი შესაძლებლობა ამოვწურე, უცბად მესმის მარიამის ხმა : მამა ახლა პრინცესას როლიც შეასრულე და მეტს აღარ გთხოვთო, ბევრი ვიცინე ამაზე რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი პრინცესას ფორმაში, თუმცა დღემდე გული მწყდება იმაზე რომ ეს თხოვნა ვერ შევუსრულე შესაბამისი ატრიბუტიკის არ ქონის გამო.
4. რას ურჩევთ ახალბედა ან მომავალ მამებს?
👨‍👧‍👦ყველას ვთხოვ რომ ერთად შევძლოთ და დავამსხვრიოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული მცდარი სტერეოტიპი, მშობლების უფლება- მოვალეობების სქესის მიხედვით არასწორი გადანაწილებისა და მივიდეთ იქამდე რომ დედისა და მამის როლებს შორის ბავშვების აღზრდის პროცესში განსხვავება აღარ არსებობდეს.
ყველას ვურჩევ და ვთხოვ რომ შვილების გაზრდასთან ერთად აღზრდაშიც მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოთ.
არასოდეს მიატოვოთ, მითუმეტეს მათი დიაგნოზების გამო.არ ეკონტაქტოთ როგორც პატარებს და აღიაიარეთ ბავშვები თქვენს თანასწორად.
ნუ მოითხოვთ მასში თქვენი თავის კოპირებას, განავითარეთ ინდივიდუალიზმი, არ ეცადოთ აუკრძალოთ ისეთ რამ რასაც თქვენ თვითონ აკეთებთ. არ აიძულოთ მუდმივად იმოქმედონ თქვენი სურვილის შეაბამისად, ხშირად მოუსმენთ მათ, შეაქეთ. მიეცით თავისუფლება და არჩევანის საშუალება, ასწავლეთ თქნქდგომა და ადამიანების სიყვარული.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას.

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ