შემინდე მამაო



გაძველბიჭებულ მამაოს ვუსმენ
ვფიქრობ ეს რა გვჭირს, რა გვემართება,
იმის მაგივრად ვინმეს შეუნდოს
სხვების დაჩაგვრის აქვს შემართება.
არ განიკითხო! მკაცრად გვასწავლის
და პირველ რიგში თავისზე კრძალავს,
როგორ გავჩუმდე, როცა სამოსი,
დამნაშავეზე უფრო მეტს მალავს.
ითხოვს ვიწამო მისი  აზრები
ჭეშმარიტება მხოლოდ მათშია,
თუმცა როგორც კი ჩავუფიქრდები
უმალვე ვხვდები - ისიც კაცია.
გაჭირვებული ტაძრის წინ ვდგავარ,
ვცდილობ იმედი მასში ვიპოვო
თუმცა შიგ შესვლა ცოტათი მიჭირს,
შიშით - ,,საწირი" რომ ვერ ვიშოვო?
შავი ჯიპების ამალას ვუცქერ
ალბათ ვირების ევოლუციას?
სხვის აღსარებას როგორ ინდობენ
ერთურთს უწყობენ რევოლუციას.
სანთლის შუქები ირეკლავს ოქროს
იქვე მათხოვრებს ეზოდან ყრიან
რა სული ხალხო, ხორცი აყროლდა
და ჯვრები მსუქან ღიპებზე ყრია.
გაძველბიჭებულ მამაოს ვუსმენ
ღმერთთან რად გვინდა შუამავლები?
თუ სიბნელეში სინათლეს ხედავ
ბნელი სადღაა შუა ღამეში.



პ.ს. არ ვარ პოეტი, ყველას არ ეხება, ყველა ნუ შემეხება :)


MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ