ცხვარია ადამიანი?



ცხვარია ადამიანი?

რატომ არ გამოგვდის არასდროს არაფერი?

რატომ ვერ მივდივართ წინ?

იმიტომ რომ ვიყოფით ცხვრებად, თხებად და დანარჩენებად.

რატომ თხებად და ცხვრებად? 
აბა მეეე, მეეს ძახილი სხვა არაფრის ასოციაციას იწვევს ჩემში. 😉😉
ნებისმიერი საკითხს ვუდგებით საკუთარი მესთვის კეთილდღეობის მომტანი პოზიციებიდან და არც ერთ შემთხვევაში საზოგადო ინტერესებიდან.
ცხვრების კატეგორია : კი ბღავის, მაგრამ მხოლოდ ბღავილი შეუძლიათ, თან არცერთ შემთხვევაში სხვის გამო არ დაიბღავლებენ, თუ თვითონ არ სჭირდებათ.
თხების კატეგორია: თვითონაც ბღავის და ცხვრებსაც აბღავლებენ, ამის შედეგად ორივეს ნაბღავლის ნადავლი მხოლოდ მათია.
დანარჩენები: ესენი არიან რომლებმაც ასე თუ ისე მოახერხეს და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებენ, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი უმცირესობაში არიან და მათი ბღავილი დანარჩენი საზოგადოებისთვის კნავილად აღიქმება.
როდესაც რაიმე მოვლენის შედეგზე წუწუნებთ ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ თქვენ რა გააკეთეთ ამ შედეგის ცვლილებისათვის?

მოახლოებულ აღდგომას გილოცავთ.

რამდენი იფიქრებს ეს ბიჭი გიჟია რეებს წერსო და ამის პარალელურად 28 აპრილს მესენჯერს ციმციმა , მბზინავი ჯვრებით ამივსებს, ჯვრებით, რომლებზეც მანამდე უამრავჯერ თვითონვე გამაკრა.

ფარისევლურ - მერკანტილური ურთიერთობების პირობებში ბედნიერება არ მიიღწევა. როდესაც რომელიმე წინწასული ჯგუფის წარმატებაზე იბოღმებით, ყოველთვის შეაფასეთ რამდენია ერთობის ხარისხი მათში და შემდეგ თქვენში.

პ.ს.

ვინც დასკვნას ვერ გამოიტანს ყვავის ბუმბულის ნახარში მიიღოს დღეში სამჯერ მწიკვნახევარი 😂😂😂




Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ