დაფიქრდი ვის ეხმარები!


                   

დაფიქრდი ვის ეხმარები!


ეს ალბათ ყველას გვინახავს და ყველას გვქონია შეხება მათთან.
ავადმყოფის, ძირითადად ბავშვების ფოტოებით შეფუთული მინის ყუთით შეიარაღებული მოძალადეები.
ისინი ყველგან არიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მეტროს ვაგონებში და მეტიც ადმინისტრაციულ შენობებსა და სხვადასხვა სამსახურების ოფისებშიც ხშირად შეხვდებით.
უმეტესად მძიმე დაავადებებით მანიპულირებენ და ხშირ შემთხვევაში ფოტოზე ასახული ადამიანი და მათ მიერ წარმოთქმული მისი სახელი და გვარი სრულიად შორსაა რეალობისგან. გვთხოვენ დავეხმაროთ რადგან ჩვენს მიერ გაღებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სასურველი შედეგის მიღწევისას კი გაურკვეველი წარმოშობის სიტყვებით გულანთებულად ილოცებიან.
თავიდან ისინი სულ რამოდენიმე იყვნენ ახლა კი შესამჩნევად გამრავლდნენ და მსხვერპლების ,,შებმის“ ტაქტიკაც შეცვალეს.

მე არასდროს ვეხმარები მათ!
რადგან ზუსტად ვიცი რომ ეს ,,სექტა“ გარკვეული კორპორაციაა, რომელიც პირამიდული სისტემით მუშაობს. ჩვეულებრივი სამსახურია მათთვის სადაც ანაზღაურება მოქალაქეებისათვის გამოძალული თანხიდან გარკვეული პროცენტული რაოდენობით გამოანგარიშება.

ეს ყველაფერი ძალიან მრთგუნავს და მაღიზიანებს:
  - ადამიანის, მითუმეტეს ბავშვის ჯანმრთელობით მანიპულირება და ეს ყველაფერი მხოლოდ გულს ზემოთ, პირის აპარატით გამოთქმული, რბილად რომ ვთქვათ -ამაზრზენია.
    - ნამდვილად ამ საჭიროების მქონე ადამიანებს უკარგავს შანსს ვინმე დაეხმაროს, რადგან ,,ფეიკ-გაჭირვებულებსა“  და რეალურად სიცოცხლისთვის მებრძოლი ადამიანების გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
  - ამ ყუთებით ძირითადად 18-25 წლის ახალგაზრდები ჩნდებიან, მათ მორალზე და მომავალ განვითარებაზე დაფიქრება მზარავს.
    -   ყველაზე დიდი პრობლემა მათ უკან მდგომი ადამიანებია, რომლებმაც ეს ბიზნეს გეგმა  მოიგონეს და წარმატებით დანერგეს.
    -  მათ წინააღმდეგ არანაირი კანონისმიერი ბერკეტი არ არსებობს რაც მათ ,,განვითარებას“ უწყობს ხელს.
მე მხოლოდ მოხუცებს  ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვეხმარები, ისინიც შეიძლება რომელიმე ანალოგიური სქემის რგოლები იყვნენ მაგრამ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ (ალბათ).

და ბოლოს 
გთხოვთ, არ დაეხმაროთ ავადმყოფების ფოტოებით შეფუთული მინის ყუთით შეიარაღებულ მოძალადეებს იქნება შევამციროთ ან და სრულად გავაქროთ ისინი.

MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ