შვილების პროტესტი ემიგრანტ დედებს ( მეგობრის ნაამბობი)



აღშფოთებული ქალბატონის სტატია წავიკითხე.
ქალს შეხვდა რომელიც, რომელიღაც ქვეყანაში ოცი წელი მოხუცს უვლიდა იმისათვის რომ შვილებისთვის მიეხედა.
მერე
ჩამოვიდა და შვილებმა თავისივე ფულით ნაყიდ საწოლზე დაჯდომის უფლებაც არ მისცეს, არ აფასებდნენ და იძულებული გახადეს თავიაანთი დამოკიდებულებით სამუდამოდ წასულიყო.
- დაიწყო განკითხვები ქართველურად შვილების მიმართ....
მაგრამ
 მე დედებს ვკითხავდი, აბა რა გეგონათ?
თვისი გამოგზავნილი ფულით შვილები მის სიყვარულს ,, იყიდიდნენ" , სითბოს თუ ადამიანობას?
იმ ადამიანებთან მაქვს კითხვა ,,თავგანწირულ დედებს" რომ ამართლებენ :
რომელ ასაკში არ სჭირდებათ დედა?
იქნებ ერთმანეთის განკითხვის ნაცვლად, იმაზე ეფიქრათ რაშია პრობლემა და რატომ ხდება მსგავსი შემთხვევები?
როტომ ფიქრობენ რომ მათი გამოგზავნილი თანხით ყველაფრით უზრუნველყოფენ შვილებს? ( არა და ყველაფერი აკლიათ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია დედის სითბო, მზრუნველობა და ა. შ.)
არ მესმის
იმ დედების რომლებიც ტოვებენ შვილებს - ნებისმიერი მიზეზით და ფიქრობენ რომ ვინმე ან რაიმე შეუცვლის მათ მის თავს, რეალურად კი თვითონ უბიძგებენ შვილებს დედა ჩაანაცვლონ ,,რაღაცით" ან და მისი აღქმა გააიგივონ ,,ფულის საბეჭდ მანქანასთან".
დედა რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა წავიდეს ოჯახიდან და შრიდან, დისტანციურად ,,მიხედოს" შვილებს, არ აქვს უფლება იქონიოს პრეტენზია იმაზე რაც არ უსწავლებია მათთვის, მარტივად იმას იმკიან რასაც დათესენ ( ყველაზე არ მაქვს საუბარი).
- იქნებ ჯერ საკუთარ თავში ეძებონ ამ ყველაფრის მიზეზი,
- ხმელი პური აჭამონ შვილებს და სითბო და სიყვარული ასწავლონ,
- ადამიანობა ასწავლონ რაც მთავარია!
ამჟამად დავასრულე, ისე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი...
რა უნდა მოხდეს რომ შვილები დავტოვო და სადმე წავიდე.
სხვას რა ვუთხრა როდესაც საკუთარ დედას არ ესმის, თუმცა დედაჩემს გაუმართლა მე უკვე ნასწავლი მქონდა მისი სიყვარული და ახლა იმას ვერ ვპატიობ რომ მენატრება და რომ არ ესმის როგორ მჭირდება ფულზე მეტად, მისი სითბო...
სამწუხაროა რომ არ ესმით...
როდის ჩამოდიხარ მეთქი და  ზაფხულშიო...
მეცინება, აი სწორედ ისე გადაღლილობისას ან ისტერიკისას რომ მეცინება ხოლმე ნერვიულად...
მხოლოდ შვილებზეც არაა, საკუთარ თავზე იღებენ უამრავი პრობლემის გადაჭრის ტვირთს და ქმრებზე აქვთ პრეტენზია შემდეგ, როგორ მოქმედებს ეს კაცების ფსიქოლოგიაზე მაგაზე არ ფიქრობენ. შედეგად ქმარი ან ლოთდება ან ,,ბოზებში დანავარდობს ცოლისავე ნაყიდი ავტომობილით და ფლანგავს მისსავე გამოგზავნილ ფულს...
ყველა ემიგრანტს სათითაოდ ვკითხავდი: დაფიქრებულხართ ამაზე?
დედაჩემსაც ვკითხე ეს მაგრამ მაინც ,, ვერ მესმის" მისი პასუხი... მიზეზი ის აქვს რომ ჩემს ძმებს ჭირდებათ ახლა ,,გვერდში დგომა" და შვილი რომ მეყოლება მერე მივხვდები თურმე რატომ იქცევა ახლა ის ასე...
მინდა გითხრა რომ არავინ უფასებს, ხედავს  და მაინც შორს არის დღესაც. შვილი გაზარდო ასწავლო მუშაობდეს და იმის მაგივრად რომ შვილიშვილებს მოესიყვარულოს სადღაც შორსაა და თურმე მივხვდები მერე...
მითხარი , გაფიცებ" ძალიან ,,არაამქვეყნიური" აზრები მაწუხებს?
მოკლედ არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ მე ამას...
არავის განვიკითხავ  უბრალოდ ფაქტებს ვიძახი იმ პრობლემაზე რომელზეც არავინ საუბრობს!

 P.S.
მე ჩემი მხრიდან დავამატებ რომ:
- ამ თემაზე არასოდეს ვისაუბრებ, გარკვეული მიზეზების გამო.
- არ მინდა ამ პოსტმა ემიგრანტების განაწყენება გამოიწვიოს, უბრალოდ ფაქტი უდავოდ დამაფიქრებელია და ყურადღებას საჭიროებს, მინდა რომ ყველა ღრმად დაფიქრდეს ამაზე.
- ფულით ვერავის სიყვარულს ვერ იყიდი, მათ შრის ვერც შვილების.
- თუმცა დღემდე მახსოვს გაჭირვების მიუხედავად რამდენჯერ თქვა უარი ჩვენს დატოვებაზე  დედაჩემმა და ყოველთვის ვიამაყებ მისით, რადგან ჩვენ სხვა შემთხვევაში არ ვიქნებოდით ისინი ვინც ვართ დღეს!
- რა თქმა უნდა აქ მოყვანილი ისტორია ყველა ემიგრანტს არ ეხება.

და ისიც უთქვამთ რომ ,,სხვა სხვის ომში ბრძენიაო!“





Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ