არ გაქვთ უფლება, ,,ანუ რასაც დასთესავ იმას მოიმკი"
არ
გაქვთ უფლება შვილებზე(თან) პრეტენზია გამოთქვათ მანამ, სანამ:
- - გაზრდით და არ აღზრდით.
- - მისცემთ ფულს და არ ასწავლით როგორ გამოიმუშავონ თვითონ.
- - დაუთვლით წაკითხული წიგნების რაოდენობას და არ შეაფასებთ
წიგნის ზეგავლენას.
- - მიატოვებთ წლობით.
- - ეკონტაქტებით როგორც პატარას და არ აღიარებთ თქვენს თანასწორად.
- - მოითხოვთ მასში თქვენი თავის კოპირებას და არ დაუშვებთ
ინდივიდუალიზმს, ( მერე რა რომ თქვენი შვილები არიან, ისინი სხვა ადამიანები არიან, სხვა ხასიეთით და ინდივიდუალური თვისებებით, ამიტომ მცდელობა მათში თქვენი თავის კოპირებისა საწყისებშივე განწირული ურთიერთობების საწინდარია).
- - აუკრძალავთ ისეთ რამეს რასაც თქვენვე აკეთებთ.
- - აიძულებთ მუდმივად იმოქმედონ თქვენი სურვილის შეაბამისად.
- - აიძულებთ მხოლოდ მოგისმინოთ და არასდროს მოუსმენთ.
- - მიუთითებთ მხოლოდ მინუსებზე და არასდროს შეაქებთ.
- - დაუწესებთ დროს და არ მისცემთ თავისუფლებას.
- - აურჩევთ თქვენ და არ მისცემთ არჩევანის საშუალებას.
- - უყიდით ყველაფერს .
- - ეუფროსებით და არ ემეგობრებით.
- - გადაუხდით ფულს გრძნობების გამოხატვის სანაცვლოდ.
- - მისცემთ ანგარებითი ურთიერთობების მაგალითებს.
- - არ ასწავლით დახმარებას.
- ..............................................................................
MOSE
Comments
Post a Comment