ან უნდა მოკვდე, ან დაამტკიცო რომ ცოცხალი ხარ!


ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც  ან უნდა მოკვდე, ან დაამტკიცო რომ ცოცხალი ხარ!

გამოსავალი ძირითადად ორი სახის არის: დარჩე იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდი ან დაიწყო ბრძოლა მისგან თავის დასაღწევად. თუ რომელ გზას ავირჩევთ, ეს ძირითადად დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე (შინაგან სიძლიერეზე ) და გარშემო მყოფთა სწორ მოქმედებებზე. ადამიანთა უმრავლესობა, სამწუხაროდ, პრობლემის წარმოშობისთანავე იკეტება, ითრგუნება და რჩება ე. წ. ,,ცხოვრებაზე ხელჩაქნეულთა კატეგორიაში“ რაც ხელს უწყობს ერთი მხრივ, დეპრესიის გაღრმავებას, გამოსავალი გზების, ხედვების, ალტერნატივების შემცირებას და მეორე მხრივ არსებული მდგომარეობის  გაუარესებას. ასეთი ყოფა კი სიკვდილის ტოლფასია, რადგან ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ფიზიკური არსებობით არ განისაზღვრება.
       -  თუ არსებობს კონკრეტული ნეგატიური მდგომარეობა, შესაბამისად, აუცილებლად არსებობს ამ მდგომარეობიდან გამოსავალი.
      -  დეპრესიულ პერიოდში არასოდეს გაიხედეოთ თქვენზე წინ, არასოდეს შეგშურდეთ თქვენზე უკეთ მყოფების, გაიხედეთ უკან და ეს შვებას მოგცემთ.
     -     იპოვეთ პოზიტივები თქვენ გარშემო, მერწმუნეთ ასეთი რამ ყოველი ჩვენთაგანის გარშემო მრავლდაა, მთავარია - სურვილი მათი შემჩნევისა.
     -  დაიწყეთ ახლიდან სწორედ მაშინ, როდესაც თქვენ გარშემო ყველა ფიქრობს, რომ თქვენთვის ყველაფერი დამთავრდა.
     -         არასოდეს იფიქროთ საზოგადოების აზრზე თქვენ შესახებ, საზოგადოება ადრე თუ გვიან ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს.
       -         გამოიმუშავეთ მოთმინება, დაისახეთ მიზანი და ამავე მოთმინებით იარეთ მისკენ.
  - შინაგანი მდგომარეობა არასოდეს გამოიტანოთ გარეთ, რადგან გარემო ამაზე პირდაპირპროპორციულად რეაგირებს. საცოდავები  ეცოდებათ და სიბრალულით უყურებენ, ხოლო ბედნიერებისა - შურთ და ცდილობენ, მათი მიბაძვით თვითონაც ბედნიერები გახდნენ.
       -          გაფილტრეთ გარშემო ადამიანები, დატოვეთ მხოლოდ ნამდვილები.
       -          ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი თავის იმედი.
      -       არასოდეს დახარჯოთ დრო ,,ჭორებზე", რადგან როგორც ამბობენ ,,ენას ძვალი არ აქვს“.
         -         გესვრიან ტალახს? ეცადეთ სუფთა გადარჩეთ.
     -  ნებისმიერი მდგომარეობის  მართვა შესაძლებელია, ემოციები და განწყობები     განსაზღვრავენ მის მიმართულებას როგორც ნეგატივივისკენ, ასევე პოზიტივისკენ.
     -    ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა და თუ ამას შეძლებთ, თქვენ შეძლებთ მართოთ ,,მსოფლიო“.

ეს ყველაფერი ძალიან ძნელია, უსაზღვრო მოთმინებასა და უდიდეს შინაგან სიძლიერეს მოითხოვს, მაგრამ ყოველთვის არსებობს ცხოვრების მიზნები, რომლებიც ამ სიძნელეებს გადაწონის.

     ნებისმიერ სიტუაციაში  კი არ უნდა მოკვდე, არამედ მუდმივად უნდა ამტკიცო რომ ცოცხალი ხარ!


Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ