სიმართლე ტყუილის შესახებ








ხშირად მეცინება, ჩემში შიგნით, ჩემთვის......
ხანდახან შინაგანი ,,ხარხარიც“ მემართება როდესაც გარშემო ამდენ სიყალბეს ვუყურებ, დიდი ხანია მივხვდი, რომ ადამიანებისათვის ამის თქმამ აზრი დაკარგა,  მე არ მჯერა რომ ადამიანები იცვლებიან, ან ხარ ისეთი როგორიც ხარ , ან თუ იცვლები ეს მხოლოდ დროებითია. მე აღარასოდეს ვეცდები შევცვალო ისინი, რადგან ვფიქრობ რომ ადამიანის შეცვლა მხოლოდ საკუთარ თავსვე შეუძლია , ხოლო ყველაფერი დანარჩენი , უშედეგო მცდელობებია....
ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ გავიღიმო მათზე და ასე უფრო მშვიდად ვარ და ჩემი ემოციური ველიც ნაკლებად ცვალებადია...
მეღიმება:
-         როდესაც ეკლესიაში მუხლებზე ,,მხოხავი", ხმამაღლა მლოცველი ადამიანები ამავე ტაძრის კედლების დატოვებისას  სატანისტური მოქმედებებით ცდილობენ გარემოში თავის დამკვიდრებას,
-         ძალადობის მსხვერპლების დამცველებზე , რომლებიც პირველივე ხელსაყრელ სიტუაციაში თვითონ ძალადობენ სხვებზე,
-         სხვა მეძავებზე მოჭორავე მეძავებზე,
-         თვალებში მყურებ ტყუილის მღაღადებლებზე,
-         პროტესტანტებზე, რომლებმაც არ იციან პროტესტის შინაარსი,
-         ქართველ ფემინისტებზე, რომლებმაც (უმრავლესობამ) მხოლოდ თავის სქესი იციან.
-         ბავშვების გადამყრელ მშობლებზე, როდესაც სხვის ბავშვებს ეფერებიან.
-         მოღალატებზე , რომლებიც სხვას სიყვარულს ეფიცებიან.
-         ყოვლისმცოდნე გაუნათლებლებზე.
-         ,,სკამის“ მუდმივობაში დარწმუნებულ ჩინოვნიკებზე.
-          თავაწეულ თავთავებზე.
-         სუფრაზე ახსნილ სიყვარულზე.
-         მხოლოდ კოცნაზე.
-         სხვის აზრზე დამოკიდებულებაზე,
-         გარემოს შესაბამის ცვალებადობაზე,
-         მეღიმება ჩემზე,
-         და კიდევ ბერვრ რამეზე.........

მე ვიცნობ ფარისევლებს ისინი კულისებში მყოფ მსახიობებს გვანან, რომლებიც თამაშით დაღლილები გრიმს იშორებენ და რეალურ სახეს გამოაჩენენ. ამას მაყურებელი ვერ ხედავს, თუ შემთხვევით ღიად დარჩენილ  საგრიმიოროს კართან სპექტაკლით აღფრთოვანებულმა მადლობის სათქმელად არ ჩაიარა. მე ყოველთვის ვცნობდი მათ, ალბათ ასე ახლოდან ისინი არავის უნახავს, მათ ღიმილში იმაზე ბევრი ბოროტებაა, ვიდრე ჩემს გლოვაში-სიძულვილი. ამაზრზენობით გაკვირვებული ყოველთვის ვდუმდი და ასეც გრძელდება....
მე მხოლოდ ნიღბები მოვიპარე დათეატრის ფარდა მოულოდნელად გადავწიე.......
















MOSE

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ