გადაუხადეთ მადლობა!
ზოგადად საპატრულო პოლიციასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვცდილობ არ დავარღვიო საგზაო მოძრაობის წესები, შესაბამისად პრობლემებიც ნაკლებად მექმნება. ორი დღის წინ სასწაული დარღვევა ,, ჩავიდინე" , ძალიან მეჩქარებოდა და რა თქმა უნდა სად იყო და სად არა გაჩნდნენ ისინიც, ამიხსნეს დარღვევების შინაარსი და მე ვუპასუხე რომ ეს ყველაფერი ვიცოდი მაგრამ იმდენად მეჩქარებოდა, რომ ეს შეგნებულად გავაკეთე. მათ ჯარიმა გამომიწერეს. მე მადლობა გადავუხადე როგორც ყოველთვის და აი უკვე უკვე მერამდენად დავტოვე ისინი გაოცებული სახეებით. ალბათ მადლობა მათ მიმართ ძალიან იშვიათია.
- მათ ყოველთვის მივმართავ ეთიკის ნორმების დაცვით და მათგანაც იგივეს ვიღებ.
- გასაგებია რომ ყველა ასეთი არაა, მათშიც არიან არა ადეკვატურები, ისევე როგორც ჩვენში, ნუ განაზოგადებთ ამ ერთეულებს ყველაზე.
- ერთადერთხელ ვიკამათე მათთან შშმ პირების ადგილზე ავტომანქანის გაჩერების გამო, სადაც მანიშნებელი სულ არ ჩანდა პარკინგის ადგილას.
- მე მათ ყოველთვის მადლობას ვუხდი ჯარიმის გამოწერისას.
გადაუხადეთ მადლობა მათ სამუშაოსათვის, თქვენ ხომ გსიამოვნებთ თქვენი შესრულებული სამუშაოს გამო მიღებული სამადლობელი სიტყვები.....
და არა მარტო მათ, გადაუხადეთ მადლობა ყველას გაწეული სამსახურისთვის.....

MOSE
Comments
Post a Comment