,,ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.“
ხშირად სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობ და ამაში გარკვეულ დადებითსაც ვხედავ, აქ ხომ ყველანაირი ადამიანი შეგიძლია ნახო, მოუსმინო მათ საუბარს, ჩაერთო მათ ჩხუბამდე მისულ მსჯელობებში-აქტუალურ საკითხებზე ან/და მათ იუმორისტულ წამოძახილებზე ისე გულიანად გაგეცინოს, რომ მთელი დღე გაგყვეს ეს დადებითი ემოცია. დილით მძღოლის გვერდით მომიწია დაჯდომა... მივესალმე, გამომხედა, ამოიოხრა და მისალმებაზე პასუხად უკვე კარგად ცნობილი ,,რას გვიშვრება ეს მთავრობა" შემომაგება..... ყვებოდა როგორ უჭირდა , რა მცირე შემოსავალი ქონდა და დიდი ოჯახი და ა.შ. ბოლოს: - არაა სამუშაო აბა სადაა? ახლობელი თუ არ გყავს ,,ზემოთ" არაფერი გამოგივაო. - სად გინდათ მუშაობა-თქო, ჩავეკითხე მე. - აი მაგალითად მეც მინდა შენსავით ,,გამოწყობილი" გავდიოდე სახლიდან და კაბინეტში ვიჯდე, არ მომიხდება თუ რა? იცი რა ბიჭი ვარ რომ მოვწესრიგდები.... არ დაიბნა კითხვაზე და წინასწარ მზადებული პასუხი შემომაგება ( ალბათ ხშირად ქონდა ამაზე ნაფიქრი). - რისი სპეციალისტი ხართ? ვაგრძელებ შეკითხვებს... - სპეციალისტი რაა, ყვე...