შშმ მარკეტინგი
ორ რამეზე შევთანხმდეთ: 1) ეს ბანერი არის სარეკლამო ( ანუ ინფორმაციაა კლიენტის მოზიდვის მიზნით ). 2) არის ,,ბიზნეს პრასტიტუტკობის" დამადასტურებელი კიდევ ერთი მატერიალური გამოხატულება (ანუ შემოსავლის მიღების მიზნით ყველაფერი მოსულა). არაერთხელ დამიწერია შშმ პირების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. ამ ბანერზე ერთი შეხედვით ქველმოქმედება და ჰუმანურობის გამოხატულება ჩანს თუმცა, მე ვარ უსაყვარლესი შშმ ბავშვის მამა და ვამბობ: - ჩემს შვილს არ სჭირდება მითუმეტეს რეკრეაციულ ზონაში თავისი სტატუსის ხაზგასმა და კიდევ ერთხელ იმის წამოძახება რომ შშმ პირია. - ჩემს შვილს არ სჭირდება თავისი სტატუსიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სიბრალული. -მე არ მჭირდება ჩემი შვილის სტატუსიდან გამომდინარე უფასო ჩაი და ყავა. ქართული მარკეტინგული სხარტულების გათვალისწინებით სინამდვილეში: - ეს შშმ ,,პიარ აქცია" გათვლილია არა შშმ პირებზე არამედ ამ ქველმოქმედებთ მოხიბლულ ადამიანებზე, ჩვენზე ხომ გულისამაჩუყებელი ტექსტები ყველაზე მეტად მოქმედებს და გვიზი...