facebook მომხმარებლების იუმორისტულ-ფილოსოფიური კლასიფიკაცია
სოციალურ ქსელში რამოდენიმე საშუალო ზომის facebook – გვერდის ადმინი ვარ, ხო და მომხმარებლებზე დაკვირვებით გაკეთებული, მათი იუმორისტულ-ფილოსოფიური კლასიფიკაციის რამოდენიმე სახეობა მინდა გაგიზიაროთ. 1) LIKE- მანიაკები- ადამიანები რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ დაშეარებულ აქტივობას რაც შეიძლება ბევრი მოწონება ქონდეს და ისტერიკული მოუთმენლობით განიცდიან თვითეული ერთეულით გაზრდილ ლაიქების რაოდენობას. ყველანაირ ურთიერთობას like- ში აკონვენტირებენ და likecoin- ის შეექმნაზე ოცნებობენ. 2) აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ -მათ კომენტარებს და ემოციებს ყველგან შეხვედებით მუდმივად ეძებენ ახალ არეალს და გამოხატავენ აზრს მათი შესაძლო კომპეტენტურობიდან აცდენილად. მათი მიზანია წერონ და რას დაწერენ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხშირად ნახავთ მათ მიერ მოწონებულ ტრაგიკულ ამბავს ან ლოგიკიდან ძალიან აცდენილ აზრთა ფრქვევას. 3) ჭკუის მარიგებელნი - პოსტები და ...