შვილების პროტესტი ემიგრანტ დედებს ( მეგობრის ნაამბობი)
აღშფოთებული ქალბატონის სტატია წავიკითხე. ქალს შეხვდა რომელიც, რომელიღაც ქვეყანაში ოცი წელი მოხუცს უვლიდა იმისათვის რომ შვილებისთვის მიეხედა. მერე ჩამოვიდა და შვილებმა თავისივე ფულით ნაყიდ საწოლზე დაჯდომის უფლებაც არ მისცეს, არ აფასებდნენ და იძულებული გახადეს თავიაანთი დამოკიდებულებით სამუდამოდ წასულიყო. - დაიწყო განკითხვები ქართველურად შვილების მიმართ.... მაგრამ მე დედებს ვკითხავდი, აბა რა გეგონათ? თვისი გამოგზავნილი ფულით შვილები მის სიყვარულს ,, იყიდიდნენ" , სითბოს თუ ადამიანობას? იმ ადამიანებთან მაქვს კითხვა ,,თავგანწირულ დედებს" რომ ამართლებენ : რომელ ასაკში არ სჭირდებათ დედა? იქნებ ერთმანეთის განკითხვის ნაცვლად, იმაზე ეფიქრათ რაშია პრობლემა და რატომ ხდება მსგავსი შემთხვევები? როტომ ფიქრობენ რომ მათი გამოგზავნილი თანხით ყველაფრით უზრუნველყოფენ შვილებს? ( არა და ყველაფერი აკლიათ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია დედის სითბო, მზრუნველობა და ა. შ.) არ მესმის იმ დედების რომლებიც ტოვებენ შვილებს - ნებისმიერი მიზეზით და ფიქრობენ რომ ვინმე ან რაიმე შეუცვლის მათ მის...