სიმართლე ტყუილის შესახებ
ხშირად მეცინება, ჩემში შიგნით, ჩემთვის...... ხანდახან შინაგანი ,,ხარხარიც“ მემართება როდესაც გარშემო ამდენ სიყალბეს ვუყურებ, დიდი ხანია მივხვდი, რომ ადამიანებისათვის ამის თქმამ აზრი დაკარგა, მე არ მჯერა რომ ადამიანები იცვლებიან, ან ხარ ისეთი როგორიც ხარ , ან თუ იცვლები ეს მხოლოდ დროებითია. მე აღარასოდეს ვეცდები შევცვალო ისინი, რადგან ვფიქრობ რომ ადამიანის შეცვლა მხოლოდ საკუთარ თავსვე შეუძლია , ხოლო ყველაფერი დანარჩენი , უშედეგო მცდელობებია.... ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ გავიღიმო მათზე და ასე უფრო მშვიდად ვარ და ჩემი ემოციური ველიც ნაკლებად ცვალებადია... მეღიმება: - როდესაც ეკლესიაში მუხლებზე ,,მხოხავი", ხმამაღლა მლოცველი ადამიანები ამავე ტაძრის კედლების დატოვებისას სატანისტური მოქმედებებით ცდილობენ გარემოში თავის დამკვიდრებას, - ძალადობის მსხვერპლების დამცველებზე , რომლებიც პირველივე ხელსაყრელ სიტუაციაში თვითონ ძალადობენ სხვებზე, - ...