ტიპიური განვითარების ბავშვების მშობლებს მინდა ვკითხო
🔊 დიდი ხანია მინდოდა დამეწერა , შემდეგ ვიფიქრე საგანგებო მდგომარეობა დამთავრდეს, მოიხსნას შეზღუდვები და გარკვეულწილად პანდემიამდე ვითარებაში დავბრუნდეთ, რომ შეგრძნებები მეტად აღქმადი გახდეს თქო და აი ახლა შესადარებელ- შესაფასებელ- დასაფიქრებელი ბევრი რამ გვაქვს. 📌 3 თქვე გავატარეთ სიტუაციაში როდესაც გადაადგილება გარკვეული შეზღუდვებით შეგვეძლო, ოღონდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებივით ჯანმრთელობის, საზოგადოებისა და არაადაპტირებული გარემოს გამო კი არა, არამედ ჩვენივე ჯ ანმრთელობის შესანარჩუნებლად. 📌 მიუხედავად ჩვენთვისვე სასიკეთოობისა, ბევრი ვიპრეტენზიავეთ, რა უფლებით გვზღუდავენ, გარეთ მინდა , ჩემს შვილს ,,Mcdonald” -ის ბურგერი, მეგობრები მოენატრა, პარკში გასეირნება უნდა და ა. შ , მოკლედ ვწუწუნებდით მუდმივად. ⭕ შემთხვევით არაფერი ხდება, გარკვეულწილად გავიარეთ ის შეგრძნებები რასაც სახლებში, ინსიტიტუციებში გამოკეტილი შშმ პირები გადიან მთელი ცხოვრება, ხშირად დაუსრულებლად. 🙄 გამოკეტვის მიზეზები შესაძლოა უამრავი იყოს, თუმცა რამოდენიმე ძირითადი ესენია : არაადაპტირებული გარემო...