ერი = ბერს
ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მიჭირდა ყველაზე მეტად, ერთი დღემდე მიჭირს.... ასეთ შემთხვევებში, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ადამიანი რაღაცის ძებნას იწყებს ქვეცნობიერად. ადგილს სადაც ყველაფერს მოწყდები, დაივიწყებ და შვებას იგრძნობ რაღაც გარკვეული დროით მაინც. ორივე შემთხვევაში ჩემთვის ასეთ ადგილად ეკლესია მივიჩნიე ოღონდ ცარიელი, ღვთისმსახურებისა და მრევლის გარეშე. პირველად ინტუიციურად და მეორედ გამოცდილების საფუძველზე აღმოვაჩინე ასეთი ადგილი, ქალაქის განაპირას გორაზე მდგარი ნაძვნარში ჩამალული პატარა მონასტერი. დილიდან საღამომდე ვიჯექი იქ მარტო, ყველას და ყველაფრის გარეშე, არც კი ვფიქრობდი, სრულიად უკონტაქტოდ , ერთ წერტილს მიშტერებული ეს ყველაფერი შვებას მაძლევდა.....არ ვიცი რატომ, ტრადიციულად გადმოცემული რწმენისა, თუ იქ მართლაც არსებული რაღაც მისტიურის გამო. უბრალოდ შეიძლება ჩემში მჯეროდა რომ ეს ყველაფერი იყო გამოსავალი არსებული სიტუაციებიდან - ალბათ მისი კედლები ერთადერთი საზღვრებია სამყაროსა და რაღაც ირეალურს შორის. ეს იმდენად მასვენებდა და მიზიდავდა...