ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა
ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა - არა! ასე საშინლად შეურაცხმყოფელად არასდროს თქვათ! ჩვენს ქალაქში ერთი გოგოა, ან ერთი ჩვენი თანაქალაქელია და თუ მაინცდამაინც ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გინდათ გამოკვეთოთ - ამ შემთხვევაში კორექტულობასთან მიახლოვებული ალბათ - ფსიქიკურად დაავადებულია სწორი. ხო და ამ გოგოს ყოველდღე ვხვდები, მთელი ქალაქი ხვდება ყოველდღიურად, იგი მხიარული და ხალისიანია. ფულს ითხოვს, არა ძალისმიერად, ისე საყვარლად რომ ჯიბიდან ბერჯერ ბოლო ლარიანი ამომიღია, ფულს სულ ვაძლევ თან აუცილებლად ვთხოვ რომ სასმელი არ იყიდოს, არამედ საჭმელი ან მისთვის საჭირო სხვა ნივთი შეიძინოს. მინახავს როგორ დასცინიან პატარა ბავშვები, მოზრდილებიც - ოღონდ იშვიათად, ისიც მინახავს როგორ ცეკვავს ხალმხრავალ ადგილებში მუსიკის ფონზე მთელი გატაცებით. ყოველდღე ვხვდები-მეთქი და ისიც ყოველდღე მისალმების შემდეგ აუცილებლად მოიკითხავს ჩემს შვილს, დაწვრილებით გამომკითხავს მის მდგომარეობას და ხმამაღლა გაბრწყინებული თვალებით ამბობს, რომ ძალიან უყვარს. იმასაც ამბობს რომ შვილი თვითონაც...